სიახლეები

U19 საერთაშორისო ოთხთა ტურნირის პრესკონფერენცია

გაუზიარე
2016 წლის 9-14 ნოემბერს საქართველოს, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ფარგლებში, საფრანგეთის, ესპანეთისა და ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებები ესტუმრებიან.

3 ნოემბერს, 12:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ტურნირთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ ტურნირზე დასასწრებად აკრედიტირების პროცესი დაიწყო. აკრედიტაციის მსურველებმა 2016 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით, გთხოვთ, მოგვმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს მისამართზე: [email protected]; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ტურნირის დასახელება. აკრედიტაციების გაცემა მოხდება 8 ნოემბერს. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს: 599 945 975
U19 საერთაშორისო ოთხთა ტურნირის შეხვედრები 9, 11 და 14 ნოემბერს თბილისსა და გორში გაიმართება. მატჩების განრიგი:



ოთხთა ტურნირი, რომელსაც საქართველო მასპინძლობს 2017 წლის ზაფხულში ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპია.