სიახლეები

უმაღლესი ლიგა - მეთერთმეტე ტურის მიმოხილვა

გაუზიარე

29-30 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეთერთმეტე ტურის მატჩები გაიმართა.

მოლოდინისამებრ, საინტერესო და დაძაბული გამოდგა გორში გამართული იმერული დერბი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და საჩხერელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში 65-ე წუთზე ქუთაისელებმა გახსნეს, 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად ოლეგ მამასახლისმა შეასრულა. მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, 66-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა საკუთარი გუნდი
ეფექტური კომბინაცია მოჭრილი დარტყმით დააგვირგვინა. სოსო ფრუიძის გუნდმა გამარჯვების ბურთი 85-ე წუთზე გაიტანა, შეტევაში ჩართულმა ლაშა ჩიკვაიძემ რთული სიტუაციიდან, მაგრამ ზუსტად დაარტყა და „ჩიხურას“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

სამმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ძალიან საჭირო მატჩი მოიგო ლანჩხუთის „გურიამ“. გურულებმა საკუთარ „ევგრაფი შევადნაძეზე“ უშუალო კონკურენტი თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღეს და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს მეტოქე. გამარჯვების გოლი 49-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა ევგენი მურაშოვმა გაიტანა.

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. თბილისის „საბურთალომ“ ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და უხვგოლიან შეხვედრაში 6:1 დაამარცხა მეტოქე. ამ მარცხით ფოთელებმა სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს, თბილისელებმა კი პირიქით, ოთხმატჩიან მოუგებელ სერიას დაუსვეს წერტილი და მნიშვნელოვანი სამი ქულა
ჩაიწერეს აქტივში.

ქობულეთის „ჩელე არენაზე“ ბათუმის „დინამომ“ „ზუგდიდს“ უმასპინძლა. მატჩი აჭარელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 5:0 დასრულდა. ამ მოგებით ბათუმელებმა 5 მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტეს და მეორე ადგილოსან ფოთის „კოლხეთთან“ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს. ზუგდიდელებმა კი, მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს და წითელ ჯგუფში ბოლო ადგილზე გადაინაცვლეს.

ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო გორის „დილამ“. უჩა სოსიაშვილის გუნდი ბოლნისს ესტუმრა და ადგილობრივ „სიონთან“ 2:0 დამარცხდა. მასპინძლებმა მეტოქის კარის ორჯერ აღება 6 წუთიან მონაკვეთში მოახერხეს. ჯერ 26-ე წუთზე, დავით ვოლკოვმა საპენალტო ნიშნულიდან გაიტანა, შემდეგ კი, 30-ეზე ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა თავი. ბოლნისელთათვის ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, გუნდს მიყოლებით 5 შეხვედრა არ ჰქონდა მოგებული და ცხრილში ბოლო ადგილზე იყო. მოპოვებული სამი ქულით კი, არმაზ ჯელაძის გუნდმა მდგომარეობ გაიუმჯობესა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების რეალურ შანსს იტოვებს.

გატანილი გოლები გარეშე დასრულდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩი. „ცხინვალმა“ უშუალო კონკურენტი ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა
. მოპოვეუბლი 1 ქულით ქობულეთელებმა მეოთხე ადგილი შეინარჩუნეს, მასპინძლებს კი, 9 ქულა აქვთ და თეთრ ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან.

უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეთორმეტე ტურის შეხვედრები 5-6 ნოემბერს გაიმართება.


ჩიხურა - ტორპედო 2:1

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გორგიაშვილი, განუგრავა, დობროვოლსკი (46’ გვალია), ლექვთაძე (71’ სარდალიშვილი), ს. ლობჟაბიძე (90’ კაკუბავა), ტატანაშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ტორპედო: კვასხვაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, მამასახლისი (87’ კაპანაძე), ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი (80’ ნერგაძე), დოლიძე, ტუღუში, ფალავანდიშვილი, კვერნაძე (61’ კუჭუხიძე)

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

მსაჯები:
ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, დ. ხარიტონაშვილი

გაფრთხილება: 47’ ფალავანდიშვილი (ტორპედო), 54’ ჩიკვაიძე (ჩიხურა)

გოლები: 0:1 მამასახლისი (პენ) (64), 1:1 გორგიაშვილი (66), 2:1 ჩიკვაიძე (84)

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=clUfMoZGzqo","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



გურია - ლოკომოტივი 1:0

ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“

გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ფელიპე (84’ ნ. დიასამიძე), მოროზენკო, კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი, დინიზი (60’ სტეფნიაშვილი), მურაშოვი (90’ იმნაძე)

მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

ლოკომოტივი: თევდორაძე, მახარაძე, გაბაძე, პატარკაციშვილი, კლიმიაშვილი, გ. დიასამიძე, უბილავა, ქიქავა (61’ სამურკასოვი), ჩაგელიშვილი (75’ გავაშელიშვილი), ზარანდია, ბუღრიძე (53’ კიკაბიძე)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

მსაჯები:
ჯ. ხორავა, ზ. ფიფია, დ. გაბისონია, ი. ხერხაძე

გაფრთხილება: 77’ ჭეიშვილი (გურია), 90’ ზარანდია (ლოკომოტივი), 90’ სტეფნიაშვილი (გურია)

გოლი: 1:0 მურაშოვი (49)





საბურთალო - კოლხეთი 1913 6:1

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საბურთალო: გოშაძე, გრიგალაშვილი, მარგველაშვილი, ნადარაია (67’ სოფრომაძე), იაშვილი, ხარაიშვილი, ალთუნაშვილი, ელვინი (57’ მამუჩაშვილი), ფანცულაია, სანტი ხარა (75’ ხუანფრი), გონსალვესი

მთ. მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

კოლხეთი 1913: თებიძე, რამალდანოვი, კილასონია (75’ გედენიძე), კაკულია (46’ ლუკავა), ჩაკვეტაძე, ქებურია, ოზარკივი, კერძევაძე, ჟიშკარიანი, ჯღამაია (84’ შალიკაშვილი), ნიქაბაძე

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

მსაჯები:
ი. კვირიკაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ზ. ბერულავა, ბ. გლუშჩუკი, გ. ვადაჭკორია, დ. სანოძე

გაფრთხილება: 34’ კაკულია (კოლხეთი 1913), 44’ ელვინი, 56’ მარგველაშვილი, 60’ ალთუნაშვილი, 64’ ხარაიშვილი (ყველა საბურთალო), 64’ ჯღამაია, 88’ ოზარკივი (ორივე კოლხეთ 193)

გოლები: 1:0 გონსალვესი (45), 1:1 რამალდანოვი (50), 2:1 ხარაიშვილი (58), 3:1 ხარაიშვილი (პენ) (63) 4:1 ფანცულაია (70), 5:1 ფანცულაია (83), 6:1 ფანცულაია (85)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=Rxe_yvpHIgI","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



დინამო ბთ - ზუგდიდი 5:0

ქობულეთი, „ჩელე არენა“

დინამო ბთ: ტიმოფეევი, მგელაძე, სუხიაშვილი, გეგეჭკორი, ტვილდიანი, თარხნიშვილი, ქავთარაძე (70’ მარიანოვიჩი), გოგიტიძე, გორელიშვილი, კვანტალიანი (46’ ვარშანიძე), ლობჯანიძე (82’ გაბდოლინი)

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აფაქიძე, სუხომლინოვი, ჩუკვურა (59’ აქუბარდია), ქანთარია, ზოზულია, ტყემალაძე, სიხარულია, სამუშია (70’ ჭანტურია), ლაშხია (62’ ბეჭვაია), თუთბერიძე

მთ. მწვრთნელი: ლევან მიქაძე

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ი. მაჩიტიძე, ი. კაკაბაძე, გ. კიკაჩეიშვილი

გაფრთხილება: 9’ ქავთარაძე (დინამო ბთ)

გოლები: 1:0 კვანტალიანი (2), 2:0 გეგეჭკორი (26), 3:0 ლობჯანიძე (47), 4:0 გეგეჭკორი (პენ) (70), 5:0 გოგიტიძე (88)

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=4iysQF1MHLw","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



სიონი - დილა 2:0

ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე, სვანიძე, თოთაძე, კასრაძე, ძარია (65’ ჟადერი), ჯანელიძე (85’ უგულავა), ვასაძე, გიორბელიძე, სიხარულიძე, ვოლკოვი (73’ ლობჯანიძე)

მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

დილა: მუჯირიშვილი, სალუქვძე, ღონღაძე, დან კოვა, ლომიძე (61’ მათიაშვილი), ეტუ, სამხარაძე, პაპავა (57’ ჩახვაშვილი), ცაცკრიალაშვილი (70’ გამცემლიძე), ნონიკაშვილი, ბიასადილა

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. თოდრია, ი. უკლება, პ. მაჭარაძე

გაფრთხილება: 40’ ჯანელიძე, 79’ თოთაძე


გოლები: 1:0 ვოლკოვი (პენ) (24), 2:0 სიხარულიძე (31)



ცხინვალი - შუქურა 0:0

თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო

ცხინვალი: ნადირაძე, მაისაშვილი (86’ თომაშვილი), კაჭკაჭიშვილი, ცერცვაძე, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე (48’ მაქაცარია), სულთანიშვილი, ქარდავა, მახარობლიძე, დვალი, კახელიშვილი (72’ შინდაგორიძე)

მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა

შუქურა: ჯიოევი, ადამაძე, ჯაფარიძე, მირცხულავა, ჩაჩუა, არზიანი (80’ ბერიაშვილი), გურული (73’ კონიეა), კუტალია, შალამბერიძე, კომახიძე, ჯეფინიო (63’ ჭეჟია)

მთ. მწვრთნელი: გია გურული

მსაჯები:
გ. ვადაჭკორია, დ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ა. ნონიკაშვილი, ი. კვირიკაშვილი, გ. დოგრაშვილი

გაფრთხილება: 27’ ჩაჩუა, 79’ არზიანი (ორივე შუქურა), 90’ კაჭკაჭიშვილი (ცხინვალი)




ფოტო/ვიდეო:
www.fcchikhura.ge, www.fcsaburtalo.ge, www.fctskhinvali.com, www.fcsionibolnisi.com, www.dinamobatumi.com, www.fcloco.ge