სიახლეები

საბურთალომ კოლხეთი დაამარცხა

გაუზიარე

29 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეთერთმეტე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

მოლოდინისამებრ, საინტერესო და დაძაბული გამოდგა გორში გამართული იმერული დერბი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და საჩხერელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში 65-ე წუთზე ქუთაისელებმა გახსნეს, 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად ოლეგ მამასახლისმა შეასრულა. მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, 66-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა საკუთარი გუნდი
ეფექტური კომბინაცია მოჭრილი დარტყმით დააგვირგვინა. სოსო ფრუიძის გუნდმა გამარჯვების ბურთი 85-ე წუთზე გაიტანა, შეტევაში ჩართულმა ლაშა ჩიკვაიძემ რთული სიტუაციიდან, მაგრამ ზუსტად დაარტყა და „ჩიხურას“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

სამმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ძალიან საჭირო მატჩი მოიგო ლანჩხუთის „გურიამ“. გურულებმა საკუთარ „ევგრაფი შევადნაძეზე“ უშუალო კონკურენტი თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღეს და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს მეტოქე. გამარჯვების გოლი 49-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა ევგენი მურაშოვკამ გაიტანა.

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. თბილისის „საბურთალომ“ ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და უხვგოლიან შეხვედრაში 6:1 დაამარცხა მეტოქე. ამ მარცხით ფოთელებმა სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს, თბილისელებმა კი პირიქით, ოთხმატჩიან მოუგებელ სერიას დაუსვეს წერტილი და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.

უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეთერთმეტე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა 30 ოქტომბერს გაიმართება და მათ პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ.

ჩიხურა - ტორპედო 2:1

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გორგიაშვილი, განუგრავა, დობროვოლსკი (46’ გვალია), ლექვთაძე (71’ სარდალიშვილი), ს. ლობჟაბიძე (90’ კაკუბავა), ტატანაშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ტორპედო: კვასხვაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, მამასახლისი (87’ კაპანაძე), ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი (80’ ნერგაძე), დოლიძე, ტუღუში, ფალავანდიშვილი, კვერნაძე (61’ კუჭუხიძე)

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

მსაჯები:
ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, დ. ხარიტონაშვილი

გაფრთხილება: 47’ ფალავანდიშვილი (ტორპედო), 54’ ჩიკვაიძე (ჩიხურა)

გოლები: 0:1 მამასახლისი (პენ) (64), 1:1 გორგიაშვილი (66), 2:1 ჩიკვაიძე (84)

 

გურია - ლოკომოტივი 1:0

ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“

გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ფელიპე (84’ ნ. დიასამიძე), მოროზენკო, კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი, დინიზი (60’ სტეფნიაშვილი), მურაშოვი (90’ იმნაძე)

მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

ლოკომოტივი: თევდორაძე, მახარაძე, გაბაძე, პატარკაციშვილი, კლიმიაშვილი, გ. დიასამიძე, უბილავა, ქიქავა (61’ სამურკასოვი), ჩაგელიშვილი (75’ გავაშელიშვილი), ზარანდია, ბუღრიძე (53’ კიკაბიძე)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

მსაჯები:
ჯ. ხორავა, ზ. ფიფია, დ. გაბისონია, ი. ხერხაძე

გაფრთხილება: 77’ ჭეიშვილი (გურია), 90’ ზარანდია (ლოკომოტივი), 90’ სტეფნიაშვილი (გურია)

გოლი: 1:0 მურაშოვი (49)


საბურთალო - კოლხეთი 1913 6:1

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საბურთალო: გოშაძე, გრიგალაშვილი, მარგველაშვილი, ნადარაია (67’ სოფრომაძე), იაშვილი, ხარაიშვილი, ალთუნაშვილი, ელვინი (57’ მამუჩაშვილი), ფანცულაია, სანტი ხარა (75’ ხუანფრი), გონსალვესი

მთ. მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

კოლხეთი 1913: თებიძე, რამალდანოვი, კილასონია (75’ გედენიძე), კაკულია (46’ ლუკავა), ჩაკვეტაძე, ქებურია, ოზარკივი, კერძევაძე, ჟიშკარიანი, ჯღამაია (84’ შალიკაშვილი), ნიქაბაძე

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

მსაჯები:
ი. კვირიკაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ზ. ბერულავა, ბ. გლუშჩუკი, გ. ვადაჭკორია, დ. სანოძე

გაფრთხილება: 34’ კაკულია (კოლხეთი 1913), 44’ ელვინი, 56’ მარგველაშვილი, 60’ ალთუნაშვილი, 64’ ხარაიშვილი (ყველა საბურთალო), 64’ ჯღამაია, 88’ ოზარკივი (ორივე კოლხეთ 193)

გოლები: 1:0 გონსალვესი (45), 1:1 რამალდანოვი (50), 2:1 ხარაიშვილი (58), 3:1 ხარაიშვილი (პენ) (63) 4:1 ფანცულაია (70), 5:1 ფანცულაია (83), 6:1 ფანცულაია (85)



ფოტო/ვიდეო:
www.fcchikhura.ge, www.fcsaburtalo.ge