სიახლეები

სფფ-ის ვიზიტი ჭიათურაში

სფფ
გაუზიარე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავას ხელმძღვანელობით ჭიათურას ესტუმრა. ფედერაციის წარმომადგენლებმა თემურ მაღრაძის სახელობის სტადიონი და მის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

1964 წელს აშენებული სტადიონი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, თუმცა კლუბისა და ქალაქის ხელმძღვანელობა მის რეაბილიტაციაზე ფიქრობს და როგორც გაირკვა, უახლოეს მომავალში ნავარაუდევია სტადიონის ტრიბუნის მდგრადობის შესწავლა, რის შემდეგაც დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები.

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მასპინძლებს დეტალურად გააცნო საორიენტაციო მიმართულებები და სტადიონისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული მოთხოვნები.