სიახლეები

უმაღლესი ლიგა - მეთერთმეტე ტური

გაუზიარე

29-30 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-11 ტურის მატჩები გაიმართება. გულშემატკივრებს ტურის ექვსივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შესთავაზებს.

ცენტალურ დაპირისპირებას თბილისი უმასპინძლებს. „მიხეილ მესხზე“ „საბურთალოფოთისკოლხეთსმიიღებს. მასპინძლები მიმდინარე სეზონში არასტაბილურად ასპარეზობენ და წითელ ჯგუფში მეხუთე პოზიციაზე არიან. ფოთელები კი პირიქით: გელა სანაიას გუნდი ბოლო წლებში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს და 18 ქულით მეორე ადგილს იკავებს. „კოლხეთილიდერსამტრედიასმხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

საინტერესო შეხვედრა გაიმართება გორშიც. თეთრი ჯგუფის ლიდერი, საჩხერისჩიხურათენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ქუთაისისტორპედოსუმასპინძლებს. საჩხერლები საკუთარ ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ და უახლოეს მდევარ თბილისისდინამოს“ 6 ქულით უსწრებენ. ქუთაისლებს კი 9 ქულა აქვთ და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრას ორივე გუნდისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.

ლანჩხუთისევგრაფი შევარდნაძეზეერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან. მართალია, თბილისისლოკომოტივი“ 11 ქულით მესამე ადგილზეა, მაგრამ თბილისელები ბოლო ადგილზე მყოფ ლანჩხუთისგურიასმხოლოდ 3 ქულით უსწრებენ. ეროვნულ ჩემპიონატში გამართული ბოლო სამი თამაშიდან გურულებმა სამივე წააგეს, დედაქალაქელებმა კი, ერთხელ იმარჯვეს და ორჯერ დამარცხდნენ.

უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის დარჩენილ შეხვედრებშიცხინვალისაკუთარ მოედანზე ქობულეთისშუქურასუმასპინძლებს, ბათუმისდინამო“ - "ზუგდიდს“, ბოლნისისსიონიკი გორისდილას.



საბურთალო - კოლხეთი 1913

თბილისი, "მიხეილ მესხი", 17:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ზ. ბერულავა, ბ. გლუშჩუკი, გ. ვადაჭკორია, დ. სანოძე

დისკვალიფიკაცია: გრიგოლ ჩაბრაძე, ხოსე კარასკო (ორივე საბურთალო), ომარ გოგონაია, დავით ბოლქვაძე, ვლადიმირ კორობკა (სამივე კოლხეთი 1913)



ჩიხურა - ტორპედო

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, დ. ხარიტონაშვილი




გურია - ლოკომოტივი

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. ფიფია, დ. გაბისონია, ი. ხერხაძე

დისკვალიფიკაცია: გიორგი ჭედია (გურია)




ცხინვალი - შუქურა

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, დ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ა. ნონიკაშვილი, ი. კვირიკაშვილი, გ. დოგრაშვილი



დინამო ბთ - ზუგდიდი

ქობულეთი, "ჩელე არენა", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ი. მაჩიტიძე, ი. კაკაბაძე, გ. კიკაჩეიშვილი

დისკვალიფიკაცია: ვაკო თევდორაძე (დინამო ბთ), ლევან წურწუმია (ზუგდიდი)



სიონი - დილა

ბოლნისი, "თამაზ სტეფანია", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. თოდრია, ი. უკლება, პ. მაჭარაძე

დისკვალიფიკაცია: გიორგი გაფრინდაშვილი (სიონი), ირაკლი მოდებაძე (დილა)