სიახლეები

უმაღლესი ლიგა - მეათე ტურის მიმოხილვა

გაუზიარე

22-23 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეათე ტურის მატჩები გაიმართა. აღნიშნული ტურის სამ შეხვედრას ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი დააკვირდა. სლოვაკი სპეციალისტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად გორის „დილა“ - ბათუმის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივი“ - საჩხერის „ჩიხურასა“ და თბილისის „დინამო“ – „ცხინვალის“ დაპირისპირებებს დაესწრო.

გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. გუნდების სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მატჩის განმავლობაში ორივე გუნდის კართან ძალიან ცოტა სახიფათო მომენტი შეიქმნა და შეხვედრაც გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გამართულ დაპირისპირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ.

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ქობულეთის „შუქურამ“. აჭარლებმა „ჩელე არენაზე“ უშუალო კონკურენტი, ლანჩხუთის „გურია“ მიიღეს და 3:1 დაამარცხეს მეტოქე. მართალია, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ ქობულეთელები ამან არ დააბნია და დარჩენილ დროში ლანჩხუთელთა კარში სამი უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს. ამ გამარჯვებით ავთანდილ ნამგალაძის გუნდმა 10 ქულა მოაგროვა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. გურულებმა კი, პირიქით ამ მარცხით კიდევ უფრო გაირთულეს უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება.

ტურის ცენტრალურმა დაპირისპირებამ მოლოდინი გაამართლა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა უხვგოლიანი შეხვედრა იხილა. საჩხერის „ჩიხურამ“ თბილისის „ლოკომოტივი“ 4:1 დაამარცხა და პირველი ადგილი კიდევ უფრო განიმტკიცა. საჩხერლებმა ანგარიში 29-ე წუთზე გახსნეს, საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილმა თორნიკე გორგიაშვილმა თბილისელთა გოლკიპერს აუღებელი დაურტყა. სტუმრებმა უპირატესობა მეორე ტაიმში გაზარდეს, ულამაზესი და უძლიერესი დარტყმით მეტოქის კარი გიორგი განუგრავამ აიღო. 76-ე წუთზე ლოკომოტიველთა ფორვარდმა, მათე ვაწაძემ სხვაობა შეამცირა, თუმცა მასპინძელთა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა და 84-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ საკუთარი გუნდის ორ ბურთიანი უპირატესობა აღადგინა. იგივე ლობჟანიძემ კი, 86-ე წუთზე 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა, დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო ანაგრიშიც დააფიქსირა.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა წითელი ჯგუფის ლიდერმაც. „სამტრედიამ“ საკუთარ „ეროსი მანჯგალაძეზე“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა მეტოქე. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები დავით ჯიქიამ, ბაჩანა არაბულმა და ბუდუ ზივზივაძემ გაიტანეს. გია ცეცაძის გუნდს 21 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარ ფოთის „კოლხეთს“ 3 ქულით ასწრებს.

წარმატებულ სვლას განაგრძობს ფოთის „კოლხეთი“. ფოთელებმა მეათე ტურის შეხვედრაში ქობულეთის „ჩელე არენაზე“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრის ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე გავიდა. უკრაინელმა ლეგიონერმა ცენტრში მეტოქის დაშვებული შეცდომით ისარგებლა, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და საჯარიმოში შეჭრილმა მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

გატანილი გოლების გარეშე ფრედ 0:0 დასრულდა „დინამოზე არენაზე“ გამართული თბილისის „დინამოსა“ და „ცხინვალის“ დაპირისპირება. შეხვედრის სატურნირო მნიშვნელობის მიუხედავად მატჩი არც თუ ისე საინტერესო გამოდგა. ორივე კართან რამდენიმე არც თუ ისე რეალური მომენტი შეიქმნა და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს.

უმაღლესი ლიგის მომდევნო ტურის მატჩები 29-30 ოქტომბერს გაიმართება.

დილა - დინამო ბთ 0:0

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა: მუჯირიშვილი, სალუქვაძე, ღონღაძე, დან კოვა, ლომიძე, ეტოუ, სამხარაძე, ერისთავი (88’ ჩახვაშვილი), წიქარიძე (46’ ცაწკრიალაშვილი), გამცემლიძე (68’ ბიასსადილა), ნონიკაშვილი

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

დინამო ბთ: ტიმოფეევი, მგელაძე, სუხიაშვილი, გეგეჭკორი, ტვილდიანი, შონია, ქავთარაძე, გოგიტიძე, გორელიშვილი (78’ ჭკუასელი), ფონიავა (58’ თევდორაძე), კვანტალიანი (65’ ლობჟანიძე)

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. ჩიგოგიძე, დ. გაბისონია, შ. ქუხილავა


გაფრთხილება: 69’ გორელიშვილი, 70’ თევდორაძე, 89’ ჭკუასელი (სამივე დინამო ბთ)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=Ijx-_dcEXVk","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=0PIy6VirTE4","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



შუქურა - გურია 3:1

ქობულეთი, „ჩელე არენა“

შუქურა: ჯიოევი, ადამაძე, ჯაფარიძე, მირცხულავა, ჩაჩუა, არზიანი (85’ მამულაშვილი), გურული (80’ ჭანუყვაძე), კუტალია, შალამბერიძე (78’ ბერიაშვილი), კომახიე, ჯეფინიო

მთ. მწვრთნელი: გია გურული

გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, გელაშვილი (53’ კაბორე), ჩადუნელი, ნოზაძე, მოროზენკო, კირკიტაძე, დიასამიძე, ჭეჭელაშვილი (73’ სტეფნიაშვილი), დინიზი (60’ იური), მურაშოვი

მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ა. კოკაია, ზ. ბერულავა, დ. ხარიტონაშვილი

გაფრთხილება: 38’ მირცხულავა (შუქურა), 38’ დინიზი, 50’ კირკიტაძე (ორივე გურია), 63’ არზიანი (შუქურა), 65’ ჭეჭელაშვილი (გურია)

გოლები: 0:1 კირკიტაძე (25), 1:1 შალამბერიძე (45), 2:1 კომახიძე (47), 3:1 ჭანუყვაზე (90)


ლოკომოტივი - ჩიხურა 1:4

თბილისი, „მიხეილ მესხი“

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, ხიდეშელი, გეთიაშვილი, გაბაძე, კლიმიაშვილი, დიასამიძე (58’ ვაწაძე), უბილავა (63’ კიკაბიძე), ქიქავა (66’ სამურკასოვი), ჩაგელიშვილი, ზარანდია

მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გორგიაშვილი (88’ კაკუბავა), განუგრავა, დობროვოლსკი, ლექვთაძე (83’ კორიფაძე), ს. ლობჟანიძე (87’ დეკანოიძე), ტატანაშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები:
გ. კიკაჩეიშვილი, მ. კუპატაძე, კ. სადილიანი, ბ. გლუშჩუკი, დ. სანოძე, გ. დოგრაშვილი

გაფრთხილება: 32’ ხიდეშელი (ლოკომოტივი), 77’ დობროვოლსკი (ჩიხურა), 86’ კიკაბიძე (ლოკომოტივი)

გოლები: 0:1 გორგიაშვილი (29), 0:2 განუგრავა (64), 1:2 ვაწაძე (76), 1:3 ს. ლობჟანიძე (84), 1:4 ს. ლობჟანიძე (პენ) (86(





{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=8CvJpgBKRi8","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=2xKvnxKOPws","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



სამტრედია - საბურთალო 3:0

სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი (88’ ახალაძე), დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი (77’ გამყრელიძე), მანჯგალაძე (85’ იმედაშვილი), არაბული, ზივზივაძე, ჯიქია

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

საბურთალო: ქურდაძე, ხოსე კარასკო, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, იაშვილი, ხარაიშვილი, მამუჩაშვილი (61’ ხუანფრი), ელვინი, ფანცულაია, სანტი ხარა (76’ ბუხაიძე), გონცალვესი (66’ ალთნაშვილი)

მთ. მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, პ. მაჭარაძე

გაფრთხილება: 39’ მანჯგალაძე (სამტრედია), 47’ ჩაბრაძე, 53’ მამუჩაშვილი, 82’ ხოსე კარასკო (სამივე საბურთალო)

გოლები: 1:0 ჯიქია (15), 2:0 არაბული (60), 3:0 ზივზივაძე (75)


კოლხეთი 1913 - სიონი 1:0

ქობულეთი, „ჩელე არენა“

კოლხეთი 1913: თებიძე, რამალდანოვი, კილასონია, კაკულია (90’ შალიკაშვილი), ჩაკვეტაძე, ქებურია, კერძევაძე, ჟიშკარიანი, ლუკავა, კორობკა, ნიქაბაძე (86’ კვარაცხელია)

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე, სვანიძე, თოთაძე, კასრაძე (70’ ლობჯანიძე), ჯანელიძე, ვასაძე, გაფრინდაშვილი, სუშკინი (56’ სიხარულიძე), ვოლკოვი, კობახიძე (72’ უგულავა)

მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

მსაჯები:
გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ზ. ფიფია, გ. ვარდიძე, შ. ქუხილავა, ა. ბასლეჰლო

გაფრთხილება: 23’ კილასონია (კოლხეთი 1913), 60’ გაფრინდაშვილი, 71’ ვოლკოვი, 86’ უგულავა (სამივე სიონი)

გოლი: 1:0 კორობკა (69)





დინამო თბ - ცხინვალი 0:0

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

დინამო თბ: რევიშვილი, ამისულაშვილი, ჭელიძე, უ. ლობჟანიძე, ველევი (76’ მიქელთაძე), პარუნაშვილი (64’ ზარია), ჯიღაური, ცინცაძე, თევზაძე (60’ ჭანტურიშვილი), კიტეიშვილი, დვალიშვილი

მთ. მწვრთნელი: თამაზ სამხარაძე

ცხინვალი: ნადირაძე, მაისაშვილი (88’ თომაშვილი), კაჭკაჭიშვილი, ცერცვაძე, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე, სულთანიშვილი, ქარდავა, მახარობლიძე, დვალი (90’ მაქაცარია), კახელიშვილი (67’ შინდაგორიძე)

მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა

მსაჯები: ჯ. ხორავა, ლ. თოდრია, ს. სპიცინი, ა. ნონიკაშვილი

გაფრთხილება: 48’ მახარობლიძე (ცხინვალი), 90’ ჭანტურიშვილი (დინამო თბ)




{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=6CLn9Nh8Vfc","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=pkojPQxV1l8","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}




ფოტო/ვიდეო: www.fcdila.ge, www.fcdinamo.ge, www.fcloco.ge, www.fcchikhura.ge, www.facebook.com/fcKolkheti1913