სიახლეები

შუქურამ გურია დაამარცხა

გაუზიარე

22 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების თითო შეხვედრა გაიმართა.

გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. გუნდების სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მატჩის განმავლობაში ორივე გუნდის კართან ძალიან ცოტა სახიფათო მომენტი შეიქმნა და შეხვედრაც გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გამართულ დაპირისპირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ.

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ქობულეთის „შუქურამ“. აჭარლებმა „ჩელე არენაზე“ უშუალო კონკურენტი, ლანჩხუთის „გურია“ მიიღეს და 3:1 დაამარცხეს მეტოქე. მართალია, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ ქობულეთელები ამან არ დააბნია და დარჩენილ დროში ლანჩხუთელთა კარში სამი უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს. ამ გამარჯვებით გია გურულის გუნდმა 10 ქულა მოაგროვა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. გურულებმა კი, პირიქით ამ მარცხით კიდევ უფრო გაირთულეს უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება.

უმაღლესი ლიგის დარჩენილი 4 შეხვედრა ხვალ, 23 ოქტომბერს გაიმართება. სამი მატჩის (ლოკომოტივი - ჩიხურა, სამტრედია - საბურთალო, კოლხეთი 1913 - სიონი) პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ. თბილისის „დინამოსა“ და „ცხინვალის“ დაპირისპირებას კი, დინამოელთა ვებ-გვერდი.


დილა - დინამო ბთ 0:0

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა: მუჯრიშვილი, სალუქვაძე, ღონღაძე, დან კოვა, ლომიძე, ეტუ, სამხარაძე, ერისთავი (88’ ჩახვაშვილი), წიქარიძე (46’ ცაცკრიალაშვილი), გამცემლიძე (68’ ბიასადილა), ნონიკაშვილი

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

დინამო ბთ: ტიმოფეევი, მგელაძე, სუხიაშვილი, გეგეჭკორი, ტვილდიანი, შონია, ქავთარაძე, გოგიტიძე, გორელიშვილი (78’ ჭკუასელი), ფონიავა (58’ თევდორაძე), კვანტალიანი (65’ ლობჯანიძე)

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. ჩიგოგიძე, დ. გაბისონია, შ. ქუხილავა


გაფრთხილება: 69’ გორელიშვილი, 70’ თევდორაძე, 89’ ჭკუასელი (სამივე დინამო ბთ)





შუქურა - გურია 3:1

ქობულეთი, „ჩელე არენა“

შუქურა: ჯიოევი, ადამაძე, ჯაფარიძე, მირცხულავა, ჩაჩუა, არზიანი (85’ მამულაშვილი), გურული (80’ ჭანუყვაძე), კუტალია, შალამბერიძე (78’ ბერიაშვილი), კომახიძე, ჯეფინიო

მთ. მწვრთნელი: გია გურული

გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, გელაშვილი (53’ კაბორე), ჩადუნელი, ნოზაძე, მოროზენკო, კირკიტაძე, დიასამიძე, ჭეჭელაშვილი (73’ სტეფნიაშვილი), დინიზი (60’ იური), მურაშოვი

მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ა. კოკაია, ზ. ბერულავა, დ. ხარიტონაშვილი

გაფრთხილება: 38’ მირცხულავა (შუქურა), 38’ დინიზი, 50’ კირკიტაძე (ორივე გურია), 63’ არზიანი (შუქურა), 65’ ჭეჭელაშვილი (გურია)

გოლები: 0:1 კირკიტაძე (25), 1:1 შალამბერიძე (45), 2:1 კომახიძე (47), 3:1 ჭანუყვაზე (90)