სიახლეები

ფუტსალის ეროვნული ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს

ფუტსალი
გაუზიარე

ფუტსალში ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ა ჯგუფის მატჩები საქართველოში გაიმართება. საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეთა ვინაობა, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაირკვა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მომდევნო ეტაპის საგზურისთვის შვეიცარიის, ისრაელის და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ იბრძოლებს. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში, 2017 წლის 23 იანვრიდან - 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

მომდევნო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები ითამაშებს. ოთხ გუნდს შორის საუკეთესო ძირითად საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, ჩვენს ჯგუფში გამარჯვებული ნაკრები ევრო საგზურისთვის ბელარუსში იბრძოლებს, სადაც მასპინძელი და ჩვენს ჯგუფში გამარჯვებული ნაკრების გარდა იტალია და ჰოლანდია ითამაშებენ. ფუტსალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი სლოვენიაში ჩატარდება.