20 ოქტომბერს, 16:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. მატჩები კი, 2 ნოემბერს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ნახერვარფინალში თამაშის უფლება ოთხმა კლუბმა, მარტვილის "მერანმა", ქუთაისის "ტორპედომ", საჩხერის "ჩიხურამ" და თბილისის "დინამომ", მოიპოვა.
გაუზიარე