19 ოქტომბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.
უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების ლიდერთა დაპირისპირება მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა. ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ მატჩში ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და „სამტრედია“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დროები გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. პენალტების სერია კი, საჩხერლებმა უკეთ შეასრულეს და 5:3 დაამარცხეს მეტოქე. მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ესწრებოდა.
ნახევარფინალის საგზური მოიპოვა პირველლიგელმა, მარტვილის „მერანმა“. მარტვილელებმა საკუთარ მოედანზე ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი, კი პირველი დამატებითი ტაიმის მე-10 წუთზე მასპინძელთა შემტევმა, აკაკი შულაიამ გაიტანა. მან დაცვის შეცდომით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
მეოთხედფინალის მონაწილე მეორე პირველლიგელმა, ვანის „სულორმა“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა ბურთმა გადაწყვიტა. ტორპედოელთა გამარჯვების გოლი, 84-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ გაიტანა. ახალგაზრდა შემტევმა საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა დააგვირგვინა.
„დინამოზე არენაზე“ თბილისურ დერბში „დინამომ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა მეტოქე. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე კართან საკმაო რაოდენობის სახიფათო მომენტები შეიქმნა. პირველი ნახევარი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში 25-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. იმავე კიტეიშვილმა კი, 38-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა. მატჩის მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარით წარიმართა, ინიციატივა ლოკომოტიველებმა იგდეს ხელთ და მეტოქის კართან რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს. მცდელობებმა შედეგი 81-ე წუთზე გამოიღო, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დავით ჩაგელიშვლმა ზუსტი დარტყმით მოახერხა რევიშვილის კარის აღება. გაშვებული გოლის შემდეგ „დინამოც“ გააქტიურდა და მატჩის ბოლოს, 90-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ჰეთთრიკი გაიფორმა.
შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 2 ნოემბერს გაიმართება. 22 ნოემბერს გასამრთ ფინალს კი, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
ჩიხურა - სამტრედია 0:0 (პენ 5:3)
ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი
ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, კორიფაძე, დობროვოლსკი, განუგრავა, გორგიაშვილი (86’ გვალია), ლობჟანიძე (67’ სარდალიშვილი), გაბედავა (67’ ლექვთაძე), ტატანაშვილი
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ცნობილაძე, მარკოზაშვილო (60’ მანჯგალაძე), რაჟამაშვილი (117’ ზივზივაძე), არაბული, გამყრელიძე (106’ ჯიქია)
მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, ს. სპიცინი, დ. სანოძე, ა. ნონიკაშვილი, ი. კვირიკაშვილი
გაფრთხილება: 41’ დათუნაიშვილი, 75’ მანჯგალაძე (ორივე სამტრედია), 82’ თორნიკე გრიგალაშვილი, 89’ სარდალიშვილი (ორივე ჩიხურა)
პენალტების სერია: 1:0 განუგრავა, 1:1 სანდოხაძე, 2:1 კორიფაძე, 2:2 ჯიქია, 3:2 ტატანაშვილი, 3:3 არაბული, 4:3 რეხვიაშვილი, 4:3 ცნობილაძე, 5:3 ლექვთაძე
{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=JvgL0XxPH3I","settings":{"responsive":1,"width":"914","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
მერანი - კოლხეთი 1913 1:0 (დ.დ)
მარტვილი, „მურთაზ ხურცილავა“
მერანი: კუპატაძე, ორბელაძე, ციმაკურიძე, მელიავა, გეგია, ტეიდი, წყაროზია (106’ ქანთარია), ჯიქია (33’ ლომაშვილი), ჩალაძე, შულაია, საბანაძე (124’ წოწონავა)
მთ. მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
კოლხეთი 1913: ძაგანია, კილასონია, რამალდანოვი, კერძევაძე, ქებურია, ჯღამაია, კაკულია, კორობკა, ბოლქვაძე, გოგონაია, ოზარკივი
მთ.მწვრთნელი: გელა სანაია
გაძევება: 107’ გოგონაია, 111’ ბოლქვაძე (ორივე კოლხეთი 1913)
გოლი:1:0 აკაკი შულაია (100)
სულორი - ტორპედო 0:1
ვანი, „გრიგოლ ნიკოლეიშვილი“
სულორი: ხურციძე, როხვაძე (85’ ფირანიშვილი), ნიკოლაძე, შენგელია, ნ. კვასხვაძე, ჭანკვეტაძე, შეწირული (54’ სამსეიშვილი), კილაძე, ივანიაძე, ჩხეტიანი, ჭრელაშვილი
მთ. მწვრთნელი: გიგა ნიკოლეიშვილი
ტორპედო: რ. კვასხვაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, მამასახლისი, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი (87’ ნერგაძე), დოლიძე, ფალავანდიშვილი, ბრეგვაძე (59’ ენდელაძე), კაპანაძე (78’ კვერნაძე)
მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
მსაჯები: ჯ. ხორავა, ა. კოკაია, დ. ახვლედიანი, გ. ვარდიძე
გაფრთხილება: 57’ როხვაძე (სულორი)
გოლი: 0:1 კვერნაძე (83)
{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=mqSFbySpPqU","settings":{"responsive":1,"width":"914","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
დინამო თბ - ლოკომოტივი 3:1
თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“
დინამო თბ: რევიშვილი, ველევი, ხუბუტია (56’ მიქელთაძე), ამისულაშვილი, ჭელიძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური (81’ ჭანტურიშვილი), კიტეიშვილი, თევზაძე, დვალიშვილი (90’ ლილუაშვილი)
მთ. მწვრთნელი: თამაზ სამხარაძე
ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, ჩიტეიშვილი, კლიმიაშვილი, დიასამიძე, ხიდეშელი (46’ ჩაგელიშვილი), ქიქავა, მახარაძე, გაბაძე, ზარანდია, უბილავა
მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ი. ხერხაძე, გ. დოგრაშვილი, შ. ქუხილავა
გაფრთხილება: 75’ კლიმიაშვილი (ლოკომოტივი), 89’ ცინცაძე (დინამო თბ)
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (25) 2:0 კიტეიშვილი (38) 2:1 ჩაგელიშვილი (81) 3:1 კიტეიშვილი (90)
{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=tydPrs31Sac","settings":{"responsive":1,"width":"914","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, www.fcmerani.ge