სიახლეები

საქართველოს თასი - მეოთხედფინალური ეტაპი

გაუზიარე

19 ოქტომბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. ამ ეტაპზე რვა გუნდი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ რვიდან ორი გუნდი პირველი ლიგის წარმომადგენელია. გულშემატკივრებს ოთხივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლებათ. „მერანი“ – „კოლხეთი 1913“-ისა და „ჩიხურა“ – „სამტრედიას“ ტრანსლაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ,  ვანის „სულორი“ - ქუთაისის „ტორპედოს“ ტელეკომპანია „რიონი“, თბილისის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ დაპირისპირებას კი, დინამოელთა ვებ-გვერდი.

მარტვილისმერანიფოთისკოლხეთსუმასპინძლებს. მეოთხედფინალამდე მიმავალ გზაზე მარტვილელებმა ბათუმისდინამოდა გორისდილაგამოთიშეს ასპარეზობიდან. ისინიდინამოსთასის პირველ ეტაპზე დაუპირისპირდნენ და 3:0 დაამარცხეს მეტოქე. გორელებს კი, მერვედფინალურ ეტაპზე შეხვდნენ და პენალტების სერიით მოიპოვეს მეოთხედფინალის საგზური. ფოთელთა მეტოქე თასის პირველ ეტაპზეჭიათურაგახლდათ. მატჩი მათი დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მერვედფინალში კი, გელა სანაიას გუნდი სტუმრად ბოლნისისსიონსგაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა მეტოქე.

მეოთხედფინალის კიდევ ერთი პირველლიგელი მონაწილე, ვანისსულორისაკუთარ მოედანზე ქუთაისისტორპედოსუმასპინძლებს. ვანელებმა მეოთხედფინალამდე ყველაზე გრძელი გზა განვლეს. ისინი საქართველოს თასის გათამაშებაში შესარჩევი ეტაპიდან ჩაერთნენ, სადაც მათი მეტოქერუსთავიიყო. მატჩი იმერელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შემდეგ ეტაპზესულორი“ „ზუგდიდსდაუპირისპირდა და მეტოქე ანალოგიური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მერვედფინალში კი, ვანელებმა საკუთარ მოედანზეგურიასუმასპინძლეს და უხვგოლიან შეხვედრაში 3:1 დაამარცხეს მეტოქე. რაც შეეხებათ ქუთაისლებს, მათ მეოთხედფინალამდე ორი ეტაპი განვლეს. პირველ ეტაპზეტორპედოსტუმრადსამგურალსდაუპირისპირდა და 4:1 იმარჯვა. მერვედფინალში კი, დრამატულ ბრძოლაში, 4:3 დაამარცხა ზუგდიდისოდიში 1919“ და ასე მოიპოვა მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება.

უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფები ლიდერები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ივანწმინდაში. ცენტრალურ სტადიონზე საჩხერისჩიხურა“ „სამტრედიასუმასპინძლებს. ორივე გუნდი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო. საჩხერლები ხობისკოლხეთსდაუპირისპირდნენ და 3:1 დაამარცხეს მეტოქე. სამტრედიელები კი, ხარაგაულს ესტუმრნენ და ადგილობრივიჩხერიმელა“ 3:0 დაამარცხეს.

თასის მფლობელი თბილისისდინამოსაკუთარ მოედანზელოკომოტივსმიიღებს. დინამოელებიჩიხურასადასამტრედიისმსგავსად გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთვნენ, სადაც მათი მეტოქებორჯომიგახლდათ. ივანწმინდაში გამართული მატჩიდინამოსგამარჯვებით 3:0 დასრულდა. რაც შეეხებალოკომოტივს“, მათ მეოთხედფინალამდე ორი ეტაპი დაძლიეს. პირველ ეტაპზე მათი მეტოქევიტ-ჯორჯიაიყო, „მცხეთა პარკზეგამართული შეხვედრა ლოკომოტიველთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მერვედფინალში კი, ჟერარდ სარაგოსას გუნდი, სტუმრადლიახვსდაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა მეტოქე.

ჩიხურა - სამტრედია

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, ს. სპიცინი, დ. სანოძე, ა. ნონიკაშვილი, ი. კვირიკაშვილი



მერანი - კოლხეთი 1913

მარტვილი, მურთაზ ხურცილავა, 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. კურტანიძე, ფ. ჭაავა, დ. ხარიტონაშვილი

დისკვალიფიკაცია: თამაზ ჟიშკარიანი (კოლხეთი 1913)


სულორი - ტორპედო

ვანი, გრიგოლ ნიკოლეიშვილი, 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.rionitv.com

მსაჯები: ჯ. ხორავა, ა. კოკაია, დ. ახვლედიანი, გ. ვარდიძე


დინამო თბ - ლოკომოტივი

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 17:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.fcdinamo.ge

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ი. ხერხაძე, გ. დოგრაშვილი, შ. ქუხილავა

დისკვალიფიკაცია: გიორგი პაპუნაშვილი, რენე ფერეირა (ორივე დინამო თბ)