სიახლეები

უმაღლესი ლიგა - მეცხრე ტურის მიმოხილვა

გაუზიარე

15 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა.

ცენტრალურ მატჩს ქობულეთის „ჩელე არენამ“ უმასპინძლა. შავიზღვისპირა დერბიში ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. მატჩს სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და მოლოდინისამებრ საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ფოთელთა გამარჯვების ბურთი 53-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა, ვლადიმირ კორობკამ გაიტანა. ამ გამარჯვებით გელა სანაიას გუნდმა 15 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ბათუმელები კი, 13 ქულით მესამეზე დაქვეითდნენ.

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა თბილისის „დინამომ“. დინამოელები ლანჩხუთს ესტუმრნენ და ადგილობრივი „გურია“ 2:0 დაამარცხეს. პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, მის მიწურულს კი, ორივე გუნდს ფეხბურთელები გაუძევეს. თბილისელთა მხრიდან გიორგი პაპუნაშვილს და რენე ფერეირას მოუწიათ მოედნის ნაადრევად დატოვება, მასპინძელთა მხრიდან კი, გიორგი ჭედიას. „დინამომ“ ანგარიშის გახსნა მეორე ნახევრის სტარტზევე მოახერხა, 49-ე წუთზე თავი ლადო დვალიშვილმა გამოიჩინა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 72-ე წუთზე ზაზა ჭელიძემ დააფიქსირა.

ზედიზედ ორი მოგებული მატჩის შემდეგ ფრედ ითამაშა საჩხერის „ჩიხურამ“. იმერლებმა ივანწმინდაში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლეს და 1:1 ითამაშეს. ანგარიში 38-ე წუთზე ქობულეთელებმა გახსნეს, დაცვის შეცდომით კობა შალამბერიძემ ისარგებლა და პრაქტიკულად ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. საჩხერლებმა წონასწორობის აღდგენა 68-ე წუთზე შეძლეს, მეტოქის კარი დენის დობროვოლსკიმ აიღო. დარჩენილ დროში ორივე კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანაგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს.

წაუგებელ სერიას განაგრძობს „სამტრედია“. ამჯერად იმერლები ბოლნისს ესტუმრნენ და ადგილობრივი „სიონი“ 3:0 დაამარცხეს. მათი მხრიდან გოლები რაჟამაშვილმა, ზივზივაძემ და არაბულმა გაიტანეს. მიმდინარე სეზონში ეს გია ცეცაძის გუნდის მეხუთე გამარჯვებაა და ისინი წითელ ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობენ. ბოლნისელები კი წარუმატებელ სვლას აგრძელებენ და 5 ქულით მე-7 ადგილზე არიან.

ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა ქუთასის „ტორპედომ“. ქუთაისელებმა საკუთარ მოედანზე თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მე-14 წუთზე საპენალტო დარტყმით ოლეგ მამასახლისმა გახსნა. 33-ე წუთზე კი კვლავ მამასახლისმა ისევ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით დუბლი გაიფორმა. საბოლოო ანგარიში 64-ე წუთზე დაფიქსირდა, ბურთი საკუთარ კარში გიორგი გეთიაშვილმა ჩაჭრა. ამ გამარჯვებით კახა ჩხეტიანის გუნდმა, 9 ქულა მოაგროვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, ლოკომოტიველებს კი, კვლავ 11 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე ჩამოქვეითდნენ.

უმაღლესი ლიგის მეცხრე ტურის ბოლო შეხვედრა ზედა ეწერის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. საკუთარ მოედანზე „ზუგდიდმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე. ერთადერთი გოლი, 39-ე წუთზე დიმიტრი თუთბერიძემ გაიტანა. ზუგდიდელთა ნახევარმცველმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის აღება. ამ გამარჯვებით ლევან მიქაძის გუნდმა სატურნირო მდგომარეობა შედარებით გამოასწორა და დაგროვებული 6 ქულით მეექვსე ადგილზეა. გორელებს კი, კვლავ 9 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილს იკავებენ.

უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მომდევნო ტურის მატჩები 22-23 ოქტომბერს გაიმართება.


დინამო ბთ - კოლხეთი 1913 0:1

ქობულეთი, „ჩელე არენა“

დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია (76’ გორელიშვილი), მგელაძე, სუხიაშვილი, გეგეჭკორი (46’ ფონიავა), ტვილდიანი, შონია, თარხნიშვილი, ქავთარაძე, კვანტალიანი, მარიანოვიჩი (61’ ლობჟანიძე)

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

კოლხეთი 1913: თებიძე, რამალდანოვი, კილასონია, ქებურია, ბოლქვაძე, გოგონაია, ოზარკივი, კერძევაძე, ჟიშკარიანი (71’ კაკულია), ჯღამაია (90’ ლუკავა), კორობკა (82’ ჩაკვეტაძე)

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ი. უკლება, გ. ელიკაშვილი, ბ. გლუშჩუკი

გაფრთხილება: 45’ თარხნიშვილი, 57’ ქავთარაძე (ორივე დინამო ბთ), 61’ ოზარკივი (კოლხეთი 1913), 72’ კვირკველია, 80’ ტვილდიანი (ორივე დინამო ბთ)

გოლი: 0:1 კორობკა (53)



გურია - დინამო თბ 0:2

ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“

გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, მოროზენკო, კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი (56’ სტეფანიშვილი), ჭედია, დინიზი (50’ ფელიპე), მურაშოვი

მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

დინამო თბ: რევიშვილი, ამისულაშვილი, ხუბუტია, ჭელიძე, რენე, პარუნაშვილი (88’ თევზაძე), ჯიღაური, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (46’ ველევი), დვალიშვილი (67’ მიქელთაძე)

მთ. მწვრთნელი: თამაზ სამხარაძე

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. კაკაბაძე, ი. მაჩიტიძე, ტ. რუხაია

გაფრთხილება: 25’ რევიშვილი, 42’ კიტეიშვილი (ორივე დინამო თბ), 42’ ჭეიშვილი (გურია), 77’ ცინცაძე (დინამო თბ)

გაძევება: 45’ პაპუნაშვილი, 45’ რენე (ორივე დინამო), 45’ ჭედია (გურია)

გოლები: 0:1 დვალიშვილი (49), 0:2 ჭელიძე (72)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=aSbO-4miWUM","settings":{"responsive":1,"width":"914","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



ჩიხურა - შუქურა 1:1

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, განუგრავა (70’ გვალია), დობროვოლსკი, ლექვთაძე (70’ გორგიაშვილი), კორიფაძე, ლობჟანიძე, ტატანაშვილი, სარდალიშვილი (83’ გაბედავა)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

შუქურა: ჯიოევი, ადამაძე, ჯაფარიძე, მირცხულავა, ჩაჩუა, არზიანი, გურული (80’ ომანიძე), შალამბერიძე (73’ მალანია), კომახიძე, ჯეფინიო, მამულაშვილი

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ნამგალაძე

მსაჯები: ბ. ნინუა, ლ. ვარამიშვილი, ზ. ფიფია, ა. ნონიკაშვილი

გაფრთხილება: 34’ შალამბერიძე (შუქურა), 60’ რეხვიაშვილი (ჩიხურა)

გოლები: 0:1 შალამბერიძე (38), 1:1 დობროვოლსკი (68)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=pnR6-bVRtwc","settings":{"responsive":1,"width":"914","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



სიონი - სამტრედია 0:3

ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე (46’ გიორბელიძე), სვანიძე, ვასილიევი (68’ უგულავა), კასრაძე, ჯანელიძე, ვასაძე, გაფრინდაშვილი, სიხარულიძე, სუშკინი (60’ ვოლკოვი), კობახიძე

მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი (85’ მთივლიშვილი), გამყრელიძე (65’ ჯიქია), მანჯგალაძე (88’ ცნობილაძე), არაბული, ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

მსაჯები:
ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ა. კოკაია, ჯ. ხორავა, გ. დოგრაშვილი, შ. ქუხილავა

გაფრთხილება: 30’ კობახიძე (სიონი), 31’ რაჟამაშვილი (სამტრედია), 33’ ჯანელიძე (სიონი), 44’ სანდოხაძე, 54’ გამყრელიძე (ორივე სამტრედია)

გოლები: 0:1 რაჟამაშვილი (35), 0:2 ზივზივაძე (69), 0:3 არაბული (80)



ტორპედო - ლოკომოტივი 3:0

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

ტორპედო: კვასხვაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, მამასახლისი, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი (67’ საღრიშვილი), დოლიძე (78’ კვერნაძე), ტუღუში (84’ ბენაშვილი), ფალავანდიშვილი, კაპანაძე

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, გეთიაშვილი, ჭანტურია, ჩიტეიშვილი (38’ სამურკასოვი), კლიმიაშვილი, კუხიანიძე, დიასამიძე (57’ გავაშელიშვილი), უბილავა, ცხადაძე, ზარანდია (70’ ჩარგელიშვილი)

მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, დ. ჩიგოგძე, დ. გაბისონია, გ. ყრუაშვილი

გაფრთხილება: 14’ ჭანტურია (ლოკომოტივი), 23’ კაპანაძე, 45’ ფალავანდიშვილი (ორივე ტორპედო), 61’ ზარანდია (ლოკომოტივი)

გოლები: 1:0 მამასახლისი (პენ) (15), 2:0 მასასახლისი (პენ) (34), 3:0 გეთიაშვილი (ს.კ) (62)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=vhhLYA6JfDs","settings":{"responsive":1,"width":"560","height":"315","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



ზუგდიდი - დილა 1:0

ზედა ეწერი, ცენტრალური სტადიონი

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აფაქიძე (82’ ბეჭვაია), სუხომლინოვი, ჩუკვურა, ქანთარია, ზოზულია, ტყემალაძე, წურწუმია, სიხარულია, გ. სამუშია (79’ მაჩაიძე), თუთბერიძე (74’ ერმაჩენკო)

მთ. მწვრთნელი: ლევან მიქაძე

დილა: მუჯირიშვილი, სალუქვაძე, ღონღაძე, დან კოვა, ეტოუ, სამხარაძე, ერისთავი (84’ ბიასსადილა), წიქარიძე, ნონიკაშვილი, გელაშვილი (23’ ჩახვაშვილი, 80’ გამცემლიძე), მოდებაძე

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, გ. ვარდიძე

გაფრთხილება: 66’ აფაქიძე, 66’, 70’ წურუწმია (ორივე ზუგდიდი)

გაძევება: 66’ მოდებაძე (დილა), 70’ წურწუმია (ზუგდიდი)

გოლი: 1:0 თუთბერიძე (39)


ფოტო/ვიდეო:
www.dinamobatumi.com, www.fcdinamo.ge, www.fcchikhura.com, www.fctorpedo.ge, www.fcsamtredia.com,www.facebook.com/fcKolkheti1913