სიახლეები

შავი ზღვისპირა დერბი კოლხეთმა მოიგო

გაუზიარე

15 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა.

ცენტრალურ მატჩს ქობულეთის „ჩელე არენამ“ უმასპინძლა. შავიზღვისპირა დერბიში ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. მატჩს სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და მოლოდინისამებრ საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ფოთელთა გამარჯვების ბურთი 53-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა, ვლადიმირ კორობკამ გაიტანა. ამ გამარჯვებით გელა სანაიას გუნდმა 15 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ბათუმელები კი, 13 ქულით მესამეზე დაქვეითდნენ.

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა თბილისის „დინამომ“. დინამოელები ლანჩხუთს ესტუმრნენ და ადგილობრივი „გურია“ 2:0 დაამარცხეს. პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, მის მიწურულს კი, ორივე გუნდს ფეხბურთელები გაუძევეს. თბილისელთა მხრიდან გიორგი პაპუნაშვილს და რენე ფერეირას მოუწიათ მოედნის ნაადრევად დატოვება, მასპინძელთა მხრიდან კი, გიორგი ჭედიას. „დინამომ“ ანგარიშის გახსნა მეორე ნახევრის სტარტზევე მოახერხა, 49-ე წუთზე თავი ლადო დვალიშვილმა გამოიჩინა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 72-ე წუთზე ზაზა ჭელიძემ დააფიქსირა.

ზედიზედ ორი მოგებული მატჩის შემდეგ ფრედ ითამაშა საჩხერის „ჩიხურამ“. იმერლებმა ივანწმინდაში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლეს და 1:1 ითამაშეს. ანგარიში 38-ე წუთზე ქობულეთელებმა გახსნეს, დაცვის შეცდომით კობა შალამბერიძემ ისარგებლა და პრაქტიკულად ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. საჩხერლებმა წონასწორობის აღდგენა 68-ე წუთზე შეძლეს, მეტოქის კარი დენის დობროვოლსკიმ აიღო. დარჩენილ დროში ორივე კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანაგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს.

წაუგებელ სერიას განაგრძობს „სამტრედია“. ამჯერად იმერლები ბოლნისს ესტუმრნენ და ადგილობრივი „სიონი“ 3:0 დაამარცხეს. მათი მხრიდან გოლები რაჟამაშვილმა, ზივზივაძემ და არაბულმა გაიტანეს. მიმდინარე სეზონში ეს გია ცეცაძის გუნდის მეხუთე გამარჯვებაა და ისინი წითელ ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობენ. ბოლნისელები კი წარუმატებელ სვლას აგრძელებენ და 5 ქულით მე-6 ადგილზე არიან.

ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა ქუთასის „ტორპედომ“. ქუთაისელებმა საკუთარ მოედანზე თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მე-14 წუთზე საპენალტო დარტყმით ოლეგ მამასახლისმა გახსნა. 33-ე წუთზე კი კვლავ მამასახლისმა ისევ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით დუბლი გაიფორმა. საბოლოო ანგარიში 64-ე წუთზე დაფიქსირდა, ბურთი საკუთარ კარში გიორგი გეთიაშვილმა ჩაჭრა. ამ გამარჯვებით კახა ჩხეტიანის გუნდმა, 9 ქულა მოაგროვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, ლოკომოტიველებს კი, კვლავ 11 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე ჩამოქვეითდნენ.

უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფის დარჩენილი ერთ შეხვედრაში „ზუგდიდი“ გორის „დილას“ დაუპირისპირდება. მატჩი 16 ოქტომბერს, 15:30 წუთზე ზედა ეწერის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. მის პირდაპირ რეპორტაჟს კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.


დინამო ბთ - კოლხეთი 1913 0:1

ქობულეთი, „ჩელე არენა“

დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია (76’ გორელიშვილი), მგელაძე, სუხიაშვილი, გეგეჭკორი (46’ ფონიავა), ტვილდიანი, შონია, თარხნიშვილი, ქავთარაძე, კვანტალიანი, მარიანოვიჩი (61’ ლობჟანიძე)

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

კოლხეთი 1913: თებიძე, რამალდანოვი, კილასონია, ქებურია, ბოლქვაძე, გოგონაია, ოზარკივი, კერძევაძე, ჟიშკარიანი (71’ კაკულია), ჯღამაია (90’ ლუკავა), კორობკა (82’ ჩაკვეტაძე)

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ი. უკლება, გ. ელიკაშვილი, ბ. გლუშჩუკი

გაფრთხილება: 45’ თარხნიშვილი, 57’ ქავთარაძე (ორივე დინამო ბთ), 61’ ოზარკივი (კოლხეთი 1913), 72’ კვირკველია, 80’ ტვილდიანი (ორივე დინამო ბთ)

გოლი: 0:1 კორობკა (53)


გურია - დინამო თბ 0:2

ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“

გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, მოროზენკო, კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი (56’ სტეფანიშვილი), ჭედია, დინიზი (50’ ფელიპე), მურაშოვი

მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

დინამო თბ: რევიშვილი, ამისულაშვილი, ხუბუტია, ჭელიძე, რენე, პარუნაშვილი (88’ თევზაძე), ჯიღაური, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (46’ ველევი), დვალიშვილი (67’ მიქელთაძე)

მთ. მწვრთნელი: თამაზ სამხარაძე

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. კაკაბაძე, ი. მაჩიტიძე, ტ. რუხაია

გაფრთხილება: 25’ რევიშვილი, 42’ კიტეიშვილი (ორივე დინამო თბ), 42’ ჭეიშვილი (გურია), 77’ ცინცაძე (დინამო თბ)

გაძევება: 45’ პაპუნაშვილი, 45’ რენე (ორივე დინამო), 45’ ჭედია (გურია)

გოლები: 0:1 დვალიშვილი (49), 0:2 ჭელიძე (72)



ჩიხურა - შუქურა 1:1

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, განუგრავა (70’ გვალია), დობროვოლსკი, ლექვთაძე (70’ გორგიაშვილი), კორიფაძე, ლობჟანიძე, ტატანაშვილი, სარდალიშვილი (83’ გაბედავა)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

შუქურა: ჯიოევი, ადამაძე, ჯაფარიძე, მირცხულავა, ჩაჩუა, არზიანი, გურული (80’ ომანიძე), შალამბერიძე (73’ მალანია), კომახიძე, ჯეფინიო, მამულაშვილი

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ნამგალაძე

მსაჯები: ბ. ნინუა, ლ. ვარამიშვილი, ზ. ფიფია, ა. ნონიკაშვილი

გაფრთხილება: 34’ შალამბერიძე (შუქურა), 60’ რეხვიაშვილი (ჩიხურა)

გოლები: 0:1 შალამბერიძე (38), 1:1 დობროვოლსკი (68)



სიონი - სამტრედია 0:3

ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე (46’ გიორბელიძე), სვანიძე, ვასილიევი (68’ უგულავა), კასრაძე, ჯანელიძე, ვასაძე, გაფრინდაშვილი, სიხარულიძე, სუშკინი (60’ ვოლკოვი), კობახიძე

მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი (85’ მთივლიშვილი), გამყრელიძე (65’ ჯიქია), მანჯგალაძე (88’ ცნობილაძე), არაბული, ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ა. კოკაია, ჯ. ხორავა, გ. დოგრაშვილი, შ. ქუხილავა

გაფრთხილება: 30’ კობახიძე (სიონი), 31’ რაჟამაშვილი (სამტრედია), 33’ ჯანელიძე (სიონი), 44’ სანდოხაძე, 54’ გამყრელიძე (ორივე სამტრედია)

გოლები: 0:1 რაჟამაშვილი (35), 0:2 ზივზივაძე (69), 0:3 არაბული (80)


ტორპედო - ლოკომოტივი 3:0

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

ტორპედო: კვასხვაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, მამასახლისი, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი (67’ საღრიშვილი), დოლიძე (78’ კვერნაძე), ტუღუში (84’ ბენაშვილი), ფალავანდიშვილი, კაპანაძე

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, გეთიაშვილი, ჭანტურია, ჩიტეიშვილი (38’ სამურკასოვი), კლიმიაშვილი, კუხიანიძე, დიასამიძე (57’ გავაშელიშვილი), უბილავა, ცხადაძე, ზარანდია (70’ ჩარგელიშვილი)

მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, დ. ჩიგოგძე, დ. გაბისონია, გ. ყრუაშვილი

გაფრთხილება: 14’ ჭანტურია (ლოკომოტივი), 23’ კაპანაძე, 45’ ფალავანდიშვილი (ორივე ტორპედო), 61’ ზარანდია (ლოკომოტივი)

გოლები: 1:0 მამასახლისი (პენ) (15), 2:0 მასასახლისი (პენ) (34), 3:0 გეთიაშვილი (ს.კ) (62)


ფოტო:
www.dinamobatumi.com, www.fcdinamo.ge, www.fcchikhura.com