სიახლეები

მსაჯთა მომზადების კურსები იწყება

გაუზიარე
17 ოქტომბერს, 10:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილება ახალგაზრდა მსაჯების მომზადების კურსს იწყებს.
პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვეა და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.
ამჟამად პროგრამაში 10 მონაწილეა დარეგისტრირებული, მათ შორის 1 გოგონა. 15-დან 30 წლამდე გოგონებმა და ვაჟებმა კურსზე რეგისტრაციისათვის ან დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ოქტომბრის ბოლომდე მიმართოთ სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას: 577170404