სიახლეები

მწვრთნელთა განათლების С ლიცენზიის კურსი იწყება

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2016 წლის ნოემბრის დასაწყისში მწვრთნელთა განათლების С ლიცენზიის კურსებს იწყებს. 
აღნიშნული კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს უკვე საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.

მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უნდა წარმოადგინონ: 

• ჯანმრთელობის ცნობა, ფორმა 100
• ცნობა ნარკოლოგიურიდან (აღრიცხვიანობის შესახებ)
• ნასამართლეობის ცნობა პოლიციიდან
• 2 ფოტოსურათი
• СV
• პირადობის მოწმობის ასლი

კურსის ღირებულება 400 ლარია. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკაშირდეთ მწვრთნელთა ლიცენზირების მენეჯერს: 2912670 ან 595 121219