სიახლეები

„რეგიონთა თასის“ ნახევარფინალისტები ცნობილია

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

30 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით რეგიონთა თასის 13-წლამდე გუნდებს შორის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა.

9 ოქტომბერს ბოლო შეხვედრა ჩატარდა, სადაც გორში ერთმანეთს თბილისისა და შიდა ქართლის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისელებმა ანგარიშით 4:0 დაამარცხეს მეტოქე და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

მანამდე მეოთხედფინალური მატჩები 1-2 ოქტომბერს გაიმართა. 1 ოქტომბერს, ერთმანეთს სამეგრელოს და სამცხე-ჯავახეთის 13-წლამდე ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ქუთაისში გამართულ შეხვედრაში სამგრელომ მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. 2 ოქტომბერს, აფხაზეთსა და ქვემო ქართლს შორის მატჩი თბილისში გაიმართა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი, აფხაზეთის ნაკრებმა 4:3 დაამარცხა მეტოქე.

30 სექტემბერს, „ჩელე არენაზე“ ერთმანეთს აჭარისა და იმერეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. აჭარელმა ფეხბურთელებმა თანატოლები დაძაბულ მატჩში ანგარიშით 3:1 დაამარცხეს და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს.

"რეგიონთა თასი" წელს პირველად ტარდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 16 გუნდი მონაწილეობს. პროექტი ფიფას დაფინანსებით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა.