სიახლეები

უელსი - საქართველო 1:1

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაშიკარდიფ სიტისსტადიონზე უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

მატჩი ფრედ 1:1  დასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა მე-10 წუთზე გახსნეს. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით გიორგი ლორიას კარში გარეთ ბეილმა გადაგზავნა.  57- წუთზე ვაკო ყაზაიშვილის  გადაცემით ასევე თავური დარტყმით თორნიკე ოქრიაშვილმა აღადგინა წონასწორობა. დარჩენილ დროში ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს, მაგრამ გატანა ვერ მოახერხეს და გუნდებმა შეხვედრაში თითო ქულა მოიპოვეს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ნოემბერს, თბილისში მოლდოვას წინააღმდეგ გამართავს.

ვლადიმირ ვაისის მატჩის შემდგომი კომენტარი:

-თამაშის წინ რომ გეკითხათ, დავკმაყოფილდებოდი თუ არა ამ თამაშში ერთი ქულის მოპოვებით, ალბათ ვიტყოდი, რომ ჩვენთვის ფრე ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა. თუმცა, ჩვენ კვლავ კარგი თამაში ჩავატარეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც ჩვენ რამდენიმე შანსი ვერ გამოვიყენეთ, და მოედნის ბოლო მესამედში ცოტა ხარისხი დაგვაკლდა. ჩვენი დღევანდელი მეტოქე ევროპის 10 საუკეთესო ნაკრების სიაში შედის, და პირველ ტაიმში მან ძალიან კარგად ითამაშა. პირველი 30 წუთის მანძილზე ჩვენ ალბათ ზედმეტად ვუფრთხილდებოდით ბეილსა და უელსის სხვა მოთამაშეებს. კიდევ ერთი პოზიციური შეცდომა დავუშვით კუთხურის ჩაწოდების დროს, რის შედეგადაც ბეილი მარტო დარჩა და გოლი გაგვიტანა. ამის მიუხედავად, ჩვენ ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ, და 3 ქულის მოპოვებაც შეგვეძლო.
-ირლანდიასთან თამაშის წინ აღვნიშნე, რომ ჩვენ ამ ორ თამაშში ქულების მოპოვება გვჭირდებოდა, რათა ჯგუფში მოწინავე ადგილებისთვის ბრძოლა გაგვეგრძელებინა. დღეს ჩვენ პირველი ქულა ავიღეთ, და მომავალშიც უნდა შევეცადოთ გასვლაზე დადებითი შედეგების მიღწევას. ვფიქრობ, რომ საკუთარ მოედანზე ჩვენ ჯგუფის ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ეს მხოლოდ მესამე ტური იყო, და იმის მიუხედავად, რომ ერთი ქულა ცოტაა, გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთა ნიჭიც სახეზეა. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს კარგი მომავალი აქვს, და დღეს მე ამ მოთმაშეებით ვამაყობ.
-იმედია, რომ მოლდოვასთან თამაშზე სტადიონი გაივსება, და ჩვენ შევძლებთ პირველი გამარჯვების მოპოვებას. პირველად ვიქნებით ფავორიტის როლში, თუმცა, მთელს ევროპაში ფეხბურთის დონე მაღალია, და ჩვენ მეტად რთული თამაში გველის წინ.


უელსი - საქართველო 1:1

კარდიფი, „კარდიფ სიტის“ სტადიონი

უელსი: ჰენესი, განტერი, ტეილორი (70’ კოტერილი), დეივისი, ჩესტერი, უილიამსი, კინგი (61’ რობსონ-კანუ), ბეილი, ედვარდსი, ლედლი (73’ ჰიუვსი), ვოუქსი

მთ. მწვრთნელი: კრის კოულმანი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, დაუშვილი, ანანიძე (90’ კაჭარავა), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (90’ ჯიღაური), გვილია, ნავალოვსკი, მჭედლიძე (75’ დვალიშვილი)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: პაოლო მაზოლენი, რიკარდო დი ფიორე, ლორენცო მანგანელი, დანიელე ორსატო

გაფრთხილება: 45’ დაუშვილი, 63’ გვილია, 76’ ოქრიაშვილი, 85’ კაშია

გოლები: 1:0 ბეილი (10), 1:1 ოქრიაშვილი (57)