სიახლეები

19-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში

გაუზიარე

7 ოქტომბერს, 16:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში გაიმართება. 

ვარჯიშის პირველი 15 წუთი ღია იქნება მედიის წარმომადგენელთათვის. დღესვე მათთვის ამხანაგურ მატჩებზე დასასწრები აკრედიტაციები გაიცემა. 

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჯვაროსნების მეტოქე 8 და 10 ოქტომბერს სერბეთის 19-წლამდე ნაკრები იქნება. ორივე მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.