სიახლეები

ირლანდია - საქართველო 1:0

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

6 ოქტომბერს, დუბლინის „ავივას“ სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი ირლანდიასთან გამართა.

მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ირლანდიელთა კაპიტანმა,
შეიმუს კოლმნმა გაიტანა. მთელი მატჩის განმავლობაში ვლადიმერ ვაისის გუნდმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ირლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 ოქტომბერს ჩარტერული რეისით კარდიფში გაემგზავრება და მესამე ოფიციალური მატჩისთვის მოემზადება. უელსისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, 9 ოქტომბერს "კარდიფ სიტის" სტადიონზე შედგება. 6
ოქტომბერს, საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში, კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. ავსტრია-უელსი 2:2, მოლდოვა-სერბეთი 0:3 დასრულდა.

ვლადიმირ ვაისის მატჩის შემდგომი კომენტარი:

"პირველ რიგში ვულოცავ ირლანდიას. ეს კარგი გუნდია, რომელსაც ჩინებული მწვრთნელები ჰყავს.. თამაშს რაც შეეხება, როდესაც გოლის გატანას ვერ ახერხებ, რჩები ხელცარიელი, თუმცა, ჩვენ განსაკუთრებით პირველ ტაიმში ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ, სამი საგოლე მომენტი შევქმენით და მოედნის შუაში კარგად გამოვიყურებოდით, სადაც გამოვყოფდი ვალერი გვილიას, რომლისთვისაც ეს სადებიუტო თამაში იყო. მე ვფიქრობ, რომ დროის განმავლობაში ეს გუნდი უფრო და უფრო მოუმატებს თამაშს. ხუთ თვეში შედეგის მიღწევა რთულია, თუმცა, ჩვენ ავსტრიასთანაც საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და დღესაც. ამის მიუხედავად, გვაქვს 0 ქულა, ამას კი მხოლოდ უიღბლობას ვერ დავაბრალებთ. მართალია, არ გაგვიმართლა, მაგრამ მე გუნდს შესვენებაზე ვუთხარი, რომ დაცვაში არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა და განსაკუთრებით კოულმენისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება. ის გადასარევი ფეხბურთელია, ერთი შანსი მიეცა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ეს ერთი შეცდომა მეტად ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ ახლა წინ უნდა ვიყუროთ. მე დღეს ბედნიერი ნამდვილად არ ვარ, თუმცა, ის, რომ ჩემმა გუნდმა ირლანდიაში კარგი თამაში აჩვენა, ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

გუშინდელ პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, რომ საქართველოს ტექნიკურად კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ირლანდიას კი - ბრძოლისუნარიანი მოთამაშეები. ეს დღევანდელ თამაშშიც გამოჩნდა: ჩვენ ბურთს კარგად ვფლობდით, მაგრამ ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. 3-4 საგოლე შანსიდან ერთით მაინც უნდა გვესარგებლა. თქვენ, ჟურნალისტებს, ვრცლად შეგიძლიათ ამ თამაშზე დაწერა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენთვის ეს ცუდი შედეგი იყო."


ირლანდია - საქართველ1:0

დუბლინი, ავივას სტადიონი

ირლანდია: რენდოლფი, კო
ლმნი, დაფი, კლერკი, უორდი, მაკარტი, ჰენდრიკი, ბრეიდი (79ველანი), მაკლინი, უოლტერსი, ლონგი (90’ ოში)

მთ. მწვრთნელი: მარტინ ონილი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვკსი (
90’ კობახიძე), გვილია, დაუშვილი (90’ კაჭარავა), ანანიძე (73’ სხირტლაძე), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, მჭედლიძე

მთ
. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: ტონი ჩაპრონი, მიკაელ ანონიერი, ერიკ დანიზანი, ნიკოლას რაინვილი (ყველა საფრანგეთი)

გაფრთხილება: ჰენდრიკი (83), მჭედლიძე (87)

გოლი: 1:0 კო
ლმნი (56)

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=mVQMspI8GeQ","settings":{"responsive":1,"width":"560","height":"315","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=vVYclzJUHw4","settings":{"responsive":1,"width":"560","height":"315","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}