სიახლეები

„თბილისის ლიგა“ დაიწყო

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

06 ოქტომბერს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე „თბილისის ლიგის“ გახსნითი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს „თბილისის ლიგის“ წინა გათამაშების გამარჯვებული „ვაზის უბანი“ და სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი „კვარტალი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი კვარტლელების გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა.

თბილისის ლიგა, რომელშიც 500-ზე მეტი ფეხბურთელია ჩართული, წარმოადგენს მოყვარულთა თასის გათამაშების ნაწილს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია მთელის ქვეყნის მასშტაბით ატარებს. ჩემპიონატმა სტარტი 2016 წლის 11 სექტემბერს აიღო. 

მოყვარულთა თასის გათამაშებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. სულ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 5 500-ზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი.