სიახლეები

თბილისის ლიგა იწყება

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

06 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ თბილისის ლიგის გახსნითი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს თბილისის ლიგის წინა გათამაშების გამარჯვებული „ვაზის უბანი“ და სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი „კვარტალი“ დაუპირისპირდებიან.

გახსნით მატჩს დაესწრებიან: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს მოყვარულთა თასი 2016”-ის გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11X11).

თბილისის ლიგა წარმოადგენს ახალი პროექტის "მოყვარულთა თასის" ნაწილს დედაქალაქის ტერიტორიაზე.

"მოყვარულთა თასის" გათამაშებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. სულ ჩემპიონატში მონაწილეობას  5 500-ზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი მიიღებს