საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ფინეთში მიმდინარე ევროშესარჩევი ეტაპი დაასრულა. ბოლო მატჩში ქართველები ჯგუფის ფავორიტ შვედეთთან 0:4 დამარცხდნენ.
გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა, რომელსაც წინა ტურში გაძევებული ორი მცველი - ცოტნე კაპანაძე და გიორგი ჯინჯოლავა - აკლდა, მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. შვედებმა თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაიტანეს და ელიტ-რაუნდის საგზურიც პირველი ადგილით გაიფორმეს.
ჯგუფის მეორე მატჩში კი მასპინძელმა ფინეთმა 1:0 დაამარცხა ბულგარეთი და შვედეთის დარად, მომდევნო ეტაპზე გავიდა.
შვედეთი U17 - საქართველო U17 4:0
კემპელე, ფინეთი
შვედეთი U17: ტონნანდერი, კრუგერი, პერსონი (18’ ტრინი), პეტერსონი, ვეისბროდი, ფინდელი (52’ კანუ), ლიაზი, ტანუსი, ვაგიჩი, კულუსეკვსკი, სოებე (62’ ჩრუნა)
მთ. მწვრთნელი: როლანდ ნილსონი
საქართველო U17: მამარდაშვილი, ხვედელიძე, ჯავახიშვილი, დავითაშვილი (41’ დარცმელია), ბაბუნაძე, გაბუნია (62’ გულიაშვილი), გრძელიძე, გელაშვილი, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ლორდქიფანიძე (41’ ოქროპირიძე)
მთ. მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
მსაჯები: მარიო ზებეცი, იერკო ცრნჩიჩი, რიკუ ვიჰრეავოური, ოსკარი ჰამალაინენი
გაფრთხილება: 13’ ფინდელი, 25’ გაბუნია, 34’, 80’ ვეისბროდი, 35’ ტანუსი, 38’ კულუსეკვსკი, 40’ ლორდქიფანიძე, 52’ ბაბუნაძე, 79’ კვარაცხელია
გოლები: 1:0 კულუსეკვსკი (10), 2:0 ვაგიჩი (39), 3:0 სოებე (48), 4:0 ჩრუნა (75)
გაუზიარე