სიახლეები

„რეგიონთა თასის“ მეოთხედფინალური შეხვედრები

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

რეგიონთა თასის 13-წლამდე გუნდებს შორის მეოთხედფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.

30 სექტემბერს, „ჩელე არენაზე“ ერთმანეთს აჭარისა და იმერეთის გუნდები დაუპირსპირდნენ. აჭარელმა ფეხბურთელებმა თანატოლები დაძაბულ მატჩში ანგარიშით 3:1 დაამარცხეს და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს. 

მომდევნო მატჩები 1-2 ოქტომბერს გაიმართა. 1 ოქტომბერს, ერთმანეთს სამეგრელოს და სამცხე-ჯავახეთის 13-წლამდე ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ქუთაისში გამართულ შეხვედრაში სამგრელომ მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. 2 ოქტომბერს, აფხაზეთსა და ქვემო ქართლს შორის მატჩი თბილისში გაიმართა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი, აფხაზეთის ნაკრებმა 4:3 დაამარცხა მეტოქე. 

მეოთხედფინალის ბოლო მატჩი 7 ოქტომბერს გაიმართება, გორში ერთმანეთს თბილისისა და ქვემო ქართლის გუნდები შეხვდებიან. 

"რეგიონთა თასი" წელს პირველად ტარდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 16 გუნდი მონაწილეობს. პროექტი ფიფას დაფინანსებით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა.