სიახლეები

საფეხბურთო უბანი 2016 - მეოთხედფინალისტები გამოვლენილია

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

გრძელდება სფფ-ის ახალი პროექტი „საფეხბურთო უბანი 2016“, რომლის მთავარი მიზანი ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის გაზრდაა.

მესამე სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს საბურთალოსა და ვარკეთილის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა. საბურთალოელთაგან თითო გოლი სირაძემ, კანდელაკმა, კვირკველიამ და გუჯაბიძემ გაიტანეს. მეორე მატჩი სამგორსა და ჩუღურეთს შორის გაიმართა. დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა, ჩუღურეთელთა გამარჯვებით 6:4 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან ჰეთ-თრიკი ცქიტიშვილმა და ჯიქიამ შეასრულეს, სამგორელთა მხრიდან კი, ჭანკვეტაძემ (3) და კრაწაშვილმა გამოიჩინეს თავი.
შემდეგ შეხვედრაში ერთმანეთს გლდანისა და კრწანისის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი კრწანისის დამაჯერებელი გამარჯვებით 7:1 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან გოლებით უშარაული (2), ინჯგია (2), კვიციანი (2) და მაზიაშვილი გამოირჩნენ. გლდანელთა მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლი კი, ქუხილაძის ანგარიშზეა.
თორმეტი გოლი გავიდა ისნისა და მუხიანის დაპირისპირებაში. მატჩი მუხიანელთა გამარჯვებით 9:3 დასრულდა. მათი მხრიდან გოლები პაპავამ (3). სამხარაძემ (3), მავრახველიძემ (2) და გიორგობიანმა გაიტანეს. დამარცხებულთა მხრიდან კი, გეგეშიძე (2) და ბეჟუაშვილი გამოირჩნენ.
დამაჯერებლად იმარჯვა თემქამ. თემქელები დიღომს დაუპირისპირდნენ და 11:3 დაამარცხეს მეტოქე. მათი მხრიდან პოკერი ცკახაიამ შეასრულა, ჰეთ-თრიკი რაქვიაშვილმა, დუბლი ქარჩავამ, ერთი ბურთი კი, ფურცელაძის ანგარიშზეა.
დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ვაკისა და სფფ-ის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ფეხბურთის ფედერაციის გამარჯვებით 9:3 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები კობიაშვილმა (2), იაშვილიმა (2), ხლაბუსტოვმა (2), კეკელიამ, კვარაცხელიამ და ჩიხრაძემ გაიტანეს. ვაკელთა მხრიდან კი, ჭანუყვაძემ, კობაიძემ და მურცხვალაძემ გამოიჩინეს თავი.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შედეგად , „ა“ ჯგუფში ვარკეთილის, საბურთალოს და ვერის გუნდებმა 5-5 ქულა დააგროვეს, „გ“ ჯგუფში კი თანაბარი ქულები (6-6) დაუგროვდათ ისნის, თემქისა და მუხიანის გუნდებს. გათამაშების დებულებიდან გამომდინარე, მათი საბოლოო პოზიცია ცხრილში გადანაწილდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ჯგუფურ ეტაპზე უეშუალოდ ურთიერთშეხვედრებში დაგროვილი ქულები, ჯგუფურ ეტაპზე უშუალოდ ურთიერთშეხვედრებში ბურთების შეფარდება, ჯგუფურ ეტაპზე უშუალოდ ურთიერშეხვედრებში დაგროვილი ბურთების რაოდენობა.



ტურნირი 30 სექტემბერს დაიწყო და მასში თბილისის 15 უბნისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდები მონაწილეობენ.

ფინალური დაპირისპირება საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად 4 ოქტომბერს გაიმართება.