სიახლეები

უმაღლესი ლიგა - მერვე ტურის მიმოხილვა

გაუზიარე

1-2 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.

თბილისში „დინამო არენაზე“ ლიდერთა დაპირისპირება შედგა. „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა. მატჩი მოლოდინისამებრ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ანგარიში სტუმრებმა მატჩის საწყის წუთებშივე გახსნეს, მე-4 წუთზე თავი ირაკლი ლექვთაძემ გამოიჩინა. გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელებმა მობილიზება შეძლეს და 34-ე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილმა წონასწორობა აღადგინა. მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და მე-40 წუთზე გიორგი ივანიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მოპოვებული სამი ქულით „ჩიხურამ“ ოქროს მედლებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, „დინამომ“ კი პირიქით, საქმე კიდევ უფრო გაირთულა.

უშუალო კონკურენტი დაამარცხა „ცხინვალმა“. კახა კაჭარავას გუნდმა, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე ლანჩხუთის „გურია“ მიიღო და დრამატულ ბრძოლაში, 2
:1 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში 22-ე წუთზე გურულებმა გახსნეს და 77-ე წუთამდე იგებდნენ კიდეც, მაგრამ მატჩის მიწურულს ცხინვალელთა შემტევმა, ჯაბა დვალმა დუბლი გაიფორმა და გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა ქობულეთის „შუქურამ“. ქობულეთელებმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხეს. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლით ლევან კუტალია გამოირჩა, ქუთაისელთა მხრიდან კი, 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად ოლეგ მამასახლისმა შეასრულა.

წითელი ჯგუფის ლიდერთა დაპირისპირება გაიმართა სამტრედიაში. „ეროსი მანჯგალაძეზე“ ადგილობრივმა გუნდმა ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. სტუმრებმა ანგარიშის გახსნა პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხეს, მე-40 წუთზე ნიკა კვანტალიანმა თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი. იმერლებმა წონასწორობის აღდგენა მე-60 წუთზე შეძლეს, აჭარელთა საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ბუდუ ზივზივაძემ ისარგებლა და ბურთი პრაქტიკულად ცარიელ კარში გადაგზავნა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ლიდერებმა ქულები გაინაწილეს.

ასევე ფრედ 1:1 დასრულდა „საბურთალოსა“ და „სიონის“ მატჩი. „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში ბოლნისელებმა 21-ე წუთზე გახსნეს, მცველების შეცდომით დავით ვოლკოვმა ისარგებლა და ცარიელი კარის წინ დარჩენილს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. სტუმრებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და 71-ე წუთზე თბილისელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. სტანდარტი ზუსტად გუნდის კაპიტანმა, გიორგი ხარაიშვილმა შეასრულა.

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ფოთის „კოლხეთმა“. ფოთებელმა „ზუგდიდს“ ქობულეთის „ჩელე არენაზე“ უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს მეტოქე. მათი მხრიდან გოლებით იგორ ოზარკივი და ლაშა ჯღამაია გამოირჩნენ. მოპოვებული სამი ქულით გელა სანაიას გუნდმა მესამე ადგილი განიმტკიცა და უახლოეს მდევრებს სამი ქულით გაასწრო.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეცხრე ტურის მატჩები 15-16 ოქტომბერს გაიმართება.


დინამო თბ - ჩიხურა

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

დინამო თბ: ლომაია, ამისულაშვილი, ჭელიძე, უ. ლობჟანიძე, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, ცინცაძე (66’ ველევი), პაპუნაშვილი, თევზაძე, კიტეიშვილი (64’ ჯიღაური), დვალიშვილი (73’ ლილუაშვილი)

მსაჯები: თამაზ სამხარაძე

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, განუგრავა, დობროვოლსკი, ლექვთაძე (76’ გაბედავა), კორიფაძე, ტატანაშვილი, ივანიშვილი (82’ გორგიაშვილი), სარდალიშვილი (87’ დეკანოსიძე)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები:
ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, დ. ხარიტონაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილება: 65’ უ. ლობჟანიძე, 68’ ჭანტურიშვილი (ორივე დინამო თბ), 68’ რეხვიაშვილი (ჩიხურა)

გოლები: 0:1 ლექვთაძე (4), 1:1 დვალიშვილი (34), 1:2 ივანიშვილი (40)

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=Zxu6j7ZzNNc","settings":{"responsive":1,"width":"914","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



ცხინვალი - გურია 2:1

თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო

ცხინვალი: ნადირაძე, მაისაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ცერცვაძე, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე (60’ მაქაცარია), სულთანიშვილი, ქარდავა, მახარობლიძე, დვალი (90’ გელაშვილი), კახელიშვილი (46’ შინდაგორიძე)

მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გურია: იმერლიშვილი, ჭეიშვილი, ჩადუნელი, კაბორე, ნოზაძე, მოროზენკო, კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი, ჭედია, დინიზი (66’ იმნაძე), მურაშოვი

მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, გ. ვარდიძე

გაფრთხილება: 10’ კაბორე (გურია), 35’ მაისაშვილი, 69’ სულთანიშვილი (ორივე ცხინვალი), 76’ ჭეიშვილი, 87’ მოროზენკო, 90’ ჩადუნელი (სამივე გურია), 90’ დვალი (ცხინვალი)

გოლები: 0:1 დინიზი (22), 1:1 დვალი (პენ) (72), 2:1 დვალი (86)



შუქურა - ტორპედო 2:1

ქობულეთი, „ჩელე არენა“

შუქურა: ჯიოევი, ადამაძე, ჯაფარიძე, მირცხულავა, ჭეჟია (90’ მამულაშვილი), ჩაჩუა, გურული (77’ კონიეჰა), კუტალია, კომახიძე, ჯეფინიო, ჩელებაძე (55’ ომანიძე)

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ნამგალაძე

ტორპედო: კვასხვაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, მამასახლისი, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი (71’ საღრიშვილი), დოლიძე, ტუღუში (61’ ენდელაძე), ფალავანდიშვილი, კვერნაძე (46’ კაპანაძე

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ი. უკლება, ს. სპიცინი, შ. ქუხილავა

გაფრთხილება: 23’ კუტალია, 70’ ჯაფარიძე (ორივე შუქურა), 79’ ფალავანდიშვილი (ტორპედო)

გოლები: 1:0 კუტალია (35), 1:1 მამსახლისი (72), 2:1 კუტალია (87)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=JvrZPdn9qGU","settings":{"responsive":1,"width":"914","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



სამტრედია - დინამო ბთ 1:1

სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

სამტრედია:
მიგინეიშვილი, შერგელაშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მთივლიშვილი (56’ მჭედლიშვილი), დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, გამყრელიძე (77’ ჯიქია), არაბული, ზვზივაძე (81’ ცნობილაძე)

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

დინამო ბთ: ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია (71’ მგელაძე), სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, გეგჭკორი, ქავთარაძე (81’ თევდორაძე), კვანტალიანი (59’ გორელიშვილი), ე. ლობჟანიძე

მთ. მწვრთნელი:
ლევან ხომერიკი

მსაჯები:
 გ. ვადაჭკორია, ზ. ფიფია, ზ. ბერულავა, ი. ხერხაძე, შ. ქუხილავა, პ. მაჭარაძე

გაფრთხილება:

გოლები:
0:1 კვანტალიანი (40), 1:1 ზივზივაძე (60)



საბურთალო - სიონი 1:1

თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო

საბურთალო:
ქურდაძე, იაშვილი, კარასკო, მარგველაშვილი, ხარაიშვილი, ფანცულაია (78’ კოხრეიძე), ჩაბრაძე, სანტიაგო ხარა (86’ მამუჩაშვილი), ტერა, ალთუნაშვილი (59’ ვაგნერი), ფრანცისკო გარსია

მთ. მწვრთნელი:
პაბლო ფრანკო

სიონი:
დაუშვილი, ფოფხაძე, ასრაძე, გაფრინდაშვილი (80’ გიორბელიძე), ხურცილავა, სვანიძე, თოთაძე, ვასაძე, ჯანელიძე, უშკინი (69’ კობახიძე), ვოლკოვი (85’ სიხარულიძე)

მთ. მწვრთნელი:
არმაზ ჯელაძე

მსაჯები:
ა. ნონიკაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, ბ გლუშჩუკი, დ. ხარიტონაშვილი, ჯ. ხორავა

გაფრთხილება: 70’ დაუშვილი (სიონი), 80’ კოხრეიძე (საბურთალო), 82’ დ. ფოფხაძე (სიონი), 84’ ფრანცისკო გარსია (საბურთალო), 88’ თოთაძე, 90’ ხურცილავა (ორივე სიონი)

გოლები: 0:1 ვოლკოვი (21), 1:1 ხარაიშვილი (პენ) (71)



კოლხეთი ფ - ზუგდიდი 2:0

ქობულეთი, „ჩელე არენა“

კოლხეთი ფ:
თებიძე, კილასონია, ჟიშკარიანი, რამალდანოვი, გოგონაია, კერძევაძე, ბოლქვაძე, კორობკა, ოზარკივი, ნიქაბაძე, ლუკავა

მთ. მწვრთნელი:
გელა სანაია

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აფაქიძე, სუხომლინოვი, აქუბარდია (59’ ერმაჩენკო), ჩუკვურა, ბეჭვაია, ზოზულია, ტყემალაძე, სამუშია (59’ ჭანტურია), იოსელიანი, შეველი (46’ ნარმანია)

მთ. მწვრთნელი:
ვლადიმირ ლიუტი

მსაჯები:
ბ. ნინუა, მ. კუპატაძე, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილება: 46’ აქუბარდია, 83’ ჩუკვურა, 83’ იოსელიანი (სამივე ზუგდიდი)

გოლები: 1:0 ოზარკივი (24), 2:0 ჯღამაია (90) 




ფოტო/ვიდეო:
www.fcdinamo,ge, www.fctorpedo.ge, www.fctskhinvali.com, www.dinamobatumi.com, www.fcsionibolnisi.com, www.facebook.com/fcKolkheti1913