სიახლეები

თეთრი ჯგუფი - ჩიხურამ დინამო დაამარცხა

გაუზიარე

1 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფის შეხვედრები გაიმართა.

თბილისში „დინამო არენაზე“ ლიდერთა დაპირისპირება შედგა. „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა. მატჩი მოლოდინისამებრ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ანგარიში სტუმრებმა მატჩის საწყის წუთებშივე გახსნეს, მე-4 წუთზე თავი ირაკლი ლექვთაძემ გამოიჩინა. გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელებმა მობილიზება შეძლეს და 34-ე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილმა წონასწორობა აღადგინა. მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და მე-40 წუთზე გიორგი ივანიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მოპოვებული სამი ქულით „ჩიხურამ“ ოქროს მედლებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, „დინამომ“ კი პირიქით, საქმე კიდევ უფრო გაირთულა.

უშუალო კონკურენტი დაამარცხა „ცხინვალმა“. კახა კაჭარავას გუნდმა, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე ლანჩხუთის „გურია“ მიიღო და დრამატულ ბრძოლაში, 2-1 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში 22-ე წუთზე გურულებმა გახსნეს და 77-ე წუთამდე იგებდნენ კიდეც, მაგრამ მატჩის მიწურულს ცხინვალელთა შემტევმა, ჯაბა დვალმა დუბლი გაიფორმა და გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა ქობულეთის „შუქურამ“. ქობულეთელებმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხეს. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლით ლევან კუტალია გამოირჩა, ქუთაისელთა მხრიდან კი, 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად ოლეგ მამასახლისმა შეასრულა.

უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფის შეხვედრები 2 ოქტომბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე შემოგთავაზებთ.

დინამო თბ - ჩიხურა

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

დინამო თბ: ლომაია, ამისულაშვილი, ჭელიძე, უ. ლობჟანიძე, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, ცინცაძე (66’ ველევი), პაპუნაშვილი, თევზაძე, კიტეიშვილი (64’ ჯიღაური), დვალიშვილი (73’ ლილუაშვილი)

მსაჯები: თამაზ სამხარაძე

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, განუგრავა, დობროვოლსკი, ლექვთაძე (76’ გაბედავა), კორიფაძე, ტატანაშვილი, ივანიშვილი (82’ გორგიაშვილი), სარდალიშვილი (87’ დეკანოსიძე)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები:
ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, დ. ხარიტონაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილება: 65’ უ. ლობჟანიძე, 68’ ჭანტურიშვილი (ორივე დინამო თბ), 68’ რეხვიაშვილი (ჩიხურა)

გოლები: 0:1 ლექვთაძე (4), 1:1 დვალიშვილი (34), 1:2 ივანიშვილი (40)



ცხინვალი - გურია 2:1

თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო

ცხინვალი: ნადირაძე, მაისაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ცერცვაძე, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე (60’ მაქაცარია), სულთანიშვილი, ქარდავა, მახარობლიძე, დვალი (90’ გელაშვილი), კახელიშვილი (46’ შინდაგორიძე)

მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გურია: იმერლიშვილი, ჭეიშვილი, ჩადუნელი, კაბორე, ნოზაძე, მოროზენკო, კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი, ჭედია, დინიზი (66’ იმნაძე), მურაშოვი

მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, გ. ვარდიძე

გაფრთხილება: 10’ კაბორე (გურია), 35’ მაისაშვილი, 69’ სულთანიშვილი (ორივე ცხინვალი), 76’ ჭეიშვილი, 87’ მოროზენკო, 90’ ჩადუნელი (სამივე გურია), 90’ დვალი (ცხინვალი)

გოლები: 0:1 დინიზი (22), 1:1 დვალი (პენ) (72), 2:1 დვალი (86)



შუქურა - ტორპედო 2:1

ქობულეთი, „ჩელე არენა“

შუქურა: ჯიოევი, ადამაძე, ჯაფარიძე, მირცხულავა, ჭეჟია (90’ მამულაშვილი), ჩაჩუა, გურული (77’ კონიეჰა), კუტალია, კომახიძე, ჯეფინიო, ჩელებაძე (55’ ომანიძე)

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ნამგალაძე

ტორპედო: კვასხვაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, მამასახლისი, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი (71’ საღრიშვილი), დოლიძე, ტუღუში (61’ ენდელაძე), ფალავანდიშვილი, კვერნაძე (46’ კაპანაძე

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ი. უკლება, ს. სპიცინი, შ. ქუხილავა

გაფრთხილება: 23’ კუტალია, 70’ ჯაფარიძე (ორივე შუქურა), 79’ ფალავანდიშვილი (ტორპედო)

გოლები: 1:0 კუტალია (35), 1:1 მამსახლისი (72), 2:1 კუტალია (87)


ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fctskhinvali.com