სიახლეები

კოტე მახარაძის სახელობის თასის ფინალი

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

30 სექტემბერს კოტე მახარაძის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საფეხბურთო ტურნირით დასრულდა. ტურნირში მონაწილეობას ვეტერანი ფეხბურთელები, მარჯანიშვილოს თეატრის მსახიობები და ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მარჯანიშვილის თეატრის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 6:5 დასრულდა.

კოტე მახარაძის სახელობის თასის ფინალისტები და გამორჩეული ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა.

საზოგადო მოღვაწის, სპორტული ჟურნალისტისა და კომენტატორის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხელოვნებისა და სპორტის საერთაშორისო ასოციაცია "გეორგიას" და ასოციაცია "Lege Art"- ის ორგანიზებით 22 სექტემბერს დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.