სიახლეები

საქართველო U17 - ფინეთი U17 0:2

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მასპინძელ ფინეთთან 0:2 წააგო.

გურამ ასპინძელაშვილის გუნდი მატჩის დასრულებამდე 13 წუთით ადრე უმცირესობაში დარჩა - მსაჯმა ორი ყვითელი ბარათით მცველი ცოტნე კაპანაძე გააძევა და ფინეთმაც ამის შემდეგ იხეირა. არადა, იქამდე ყველაზე რეალური მომენტი ქართველებს ჰქონდათ - მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა თამაზ ბაბუნაძემ საუცხოო შანსი გაანიავა.

მატჩის ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრები მთელი გუნდით წინ წავიდა, თუმცა მსაჯის მიერ წამატებულ დროში კონტრშეტევა გაეპარა და გიორგი ჯინჯოლავამ ბოლო იმედის ჯარიმით შეძლო მეტოქის შეჩერება, რასაც მეორე წითელი ბარათი და ჯარიმიდან გაშვებული ბურთი მოჰყვა.

ჩვენი ჯგუფის მეორე წყვილში შვედეთმა 3:1 დაამარცხა ბულგარეთი და პირველი ადგილიც გაინაღდა.

საქართველო U17- ფინეთი U17 0:2

ფინეთი, ოულუ

საქართველო U17: ბულისკერია, კაპანაძე, ჯინჯოლავა, ჯავახიშვილი, დარცმელია, დავითაშვილი, ბაბუნაძე, გაბუნია (77’ გრძელიძე), ივანიაძე (61’ გულიაშვილი), გელაშვილი, მექვაბიშვილი

მთ. მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი

ფინეთი U17: ჰუუჰტანენი, კაცი, ეეროლა, ჰივარინენი (69’ იოკელაინენი), ოკსანენი, ტოლონენი (80’ რატი), იანტტი, სუჰონენი, კიურუ, პანნულა (80’ ალი), მანტინენი

მთ. მწვრთნელი: კიმმო ლიპპონენი

მსაჯები: პოლ მაკლაჰინი, დერეგ კიგანი, იერკო ცრნჩიჩი, მარიო ზებეცი

გაფრთხილბება: 5’ კაცი, 15’ სუჰონენი, 46’ მექვაბიშვილი, 62’, 67’ კაპანაძე, 75’ იოკელაინენი, 80’ რატი

გაძევება: 67’ კაპანაძე, 80’ ჯინჯოლავა

გოლები: 0:1 ტოლონენი (71), 0:2 ოკსანენი (80)