სიახლეები

"საფეხბურთო უბანი 2016" იწყება

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 სექტემბერს თბილისის უბნებს შორის საფეხბურთო ტურნირს იწყებს. შეჯიბრი, სახელწოდებით „საფეხბურთო უბანი 2016“, 5 დღის განმავლობაში ჩატარდება და მასში მოყვარულ და მოქმედ ფეხბურთელებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას. საუკეთესოს ტიტულისათვის 16 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის თბილისის 15 უბნისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდები. გათამაშების პირველი მატჩი 30 სექტემბერს, 14:00 საათზე დაიწყება და ერთამანეთს ვერისა და საბურთალოს გუნდები დაუპირისპირდებიან. ტურნირი ღია ცის ქვეშ რამიშვილის ქ.31 მდებარე სტადიონზე გაიმართება (მზიურის სტადიონი).