სიახლეები

უეფას პრეზიდენტმა ახალი მოედნების მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

სფფ
გაუზიარე
დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის - „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე მოედნების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა მიიღო მონაწილეობა.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 2016-2017 წლებში განხორციელდება თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო მოედნის მშენებლობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სტადიონები, რომელთა მშენებლობასაც დღეს ჩაეყარა საფუძველი, 2017 წლის ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ალექსანდერ ჩეფერინი პირველად ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა, სადაც სფფ-ის ხელმძღვანელებთან ერთად განხორციელებულ პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.