სიახლეები

უეფას პრეზიდენტმა "ახალ თბილისში" მდებარე სტადიონი დაათვალიერა

სფფ
გაუზიარე

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უეფას პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა საქართველოს სპორტისა და ახალაზრდობის საქმეთა მინისტრთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად "ახალ თბილისში" მდებარე სტადიონი დაათვალიერეს.

სტადიონი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობის შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა. დადგენილების შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს აღნიშნული სტადიონის უეფას მე-2 კატეგორიის დონეზე მოწყობა, რის შემდეგაც აქ საერთაშორისო მატჩები ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ 19-წლამდელთა შორის ევროპის 2017 წლის ფინალური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი სწორედ ეს სტადიონი იქნება.