სიახლეები

საქართველო U17 0:1 ბულგარეთი U17

გაუზიარე

ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ბულგარეთთან 0:1 დამარცხდა.

მატჩის ერთადერთი ბურთი პირველი ტაიმის ბოლოს გავიდა - გიორგი ჯინჯოლავას ვარდნა მსაჯმა პენალტით შეაფასა და ბულგარელებმაც შანსი გამოიყენეს.
მეორე ტაიმში გურამ ასპინძელაშვილის გუნდს სამი ურეალურესი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჯერ გიორგი ივანიაძემ ვერ შეძლო ზუსტად დარტყმა, მერე კი თამაზ ბაბუნაძეს და გიორგი გულიაშვილს აუღო მეკარემ რთული ბურთები.

ჯგუფის მეორე მატჩში შვედეთმა 5:0 აჯობა ტურნირის მასპინძელ ფინეთს, რომელსაც მომდევნო ტურში უკვე საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 სექტემბერს გაიმართება. ამავე დღეს შეხვდებიან ერთმანეთს შვედეთი და ბულგარეთი.

საქართველო U17 - ბულგარეთი U17 0:1

კემპელე, ფინეთი

საქართველო U17: ბულისკერია, ჯინჯოლავა, ჯავახიშვილი, დარცმელია, დავითაშვილი, ბაბუნაძე, ივანიაძე (კ) (79' გრძელიძე), გელაშვილი, კვარაცხელია, მექვაბიშვილი (70' გაბუნია), ოქროპირიძე (51' გულიაშვილი)

მთ. მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი

ბულგარეთი U17: ლალევი, ი. დიმიტროვი, კარაკაშევი, თ. დიმიტროვი, გრუევი (კ), მიტკოვი (79' ბორუკოვი), გავრილოვი (73' სტეფანოვი), ძ. მიჰაილოვი, იორდანოვი, ჰამუდი (80' მ. მიჰაილოვი)

მთ. მწვრთნელი: ალექსანდარ გეორგიევი

მსაჯები: დიმიტროს მასიასი, იოანის ლაზარუ, რიკუ ვიჰრეავუორი, ოსკარი ჰამალაინენი

გაფრთხილება: 37' გელაშვილი, 48' გავრილოვი

გოლი: 0:1 გრუევი (35)