სიახლეები

რეგიონებში საფეხბურთო სტადიონების რეაბილიტაცია იწყება

სფფ
გაუზიარე
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით რეგიონებში ძველი საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაციის პროცესი იწყება. მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ცაგერის, ამბროლაურის, ონის, ქუთაისის, მარტვილისა და ტყიბულის სტადიონები დაათვალიერეს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სტადიონებზე არსებული მდგომარეობა შეაფასეს და მათი რეაბილიტაციისთვის შესაბამისი გეგმები დასახეს.






სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური