სიახლეები

უეფას პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ვიზიტის განრიგი

სფფ
გაუზიარე

29 სექტემბერს, საქართველოს უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი და გენერალური მდივანი თეოდორ თეოდორიდისი ესტუმრებიან.

ვიზიტის ფარგლებში, 09:00 საათზე უეფას ხელმძღვანელები სფფ-ს ესტუმრებიან, სადაც ფედერაციის ხელმძღვანელებთან გამართავენ სამუშაო შეხვედრას. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის გაკეთდება კომენტარები. 

11:00 საათზე, უეფას პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად დიღომში ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მოედნების მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. 

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. 

ალექსანდერ ჩეფერინი და თეოდორ თეოდორისი თბილისს 29 სექტემბერს, შუადღეს დატოვებენ. 

ალექსანდრ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტის თანამდებობაზე 2016 წლის 14 სექტემბერს აირჩიეს. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.