სიახლეები

უმაღლესი ლიგა - მეშვიდე ტურის მიმოხილვა

გაუზიარე

24-25 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა.

თბილისის „საბურთალომ“ „მიხეილ მესხზე“ ბათუმის „დინამოს" უმასპინძლა. მიმდინარე ჩემპიონატში ბათუმელები არ დამარცხებულან და ეს ტრადიცია არც ამ მატჩში დაარღვიეს. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. ექვს შეხვედრაში მოპოვებული სამი გამარჯვებითა და სამი ფრით, ბათუმელები წითელ ჯგუფში მეორე პოზიციაზე არიან. თბილისელებს კი 8 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილს იკავებენ.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა. „დინამომ“ საკუთარ მოედანზე თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა. დაძაბული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა და ორივე გუნდმა ძალიან საჭირო ქულები დაკარგა.

წაუგებელ სერიას აგრძელებს თბილისის „ლოკომოტივი“. დედაქალაქელები ქობულეთს ეწვივნენ და ადგილობრივი „შუქურა“ 1:0 დაამარცხეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე ლუკა კიკაბიძემ გაიტანა. ამ გამარჯვებით ლოკომოტიველებმა თბილისის „დინამოს“ გადაასწრეს და 11 ქულით მეორე ადგილზე არიან.

საკუთარი შეხვედრა მოიგო საჩხერის „ჩიხურამაც“. იმერლები თბილისს ესტუმრნენ და „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე „ცხინვალს“ დაუპირისპირდნენ. მატჩი მათი გამარჯვებით 2:1 დასრულდა. საჩხერლებს 13 ქულა აქვთ და თეთრ ჯგუფ ლიდერობენ.

მორიგი სამი ქულა მოიპოვა „სამტრედიამ“. გია ცეცაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე „ზუგდიდს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე. ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილის ანგარიშზეა.

უშუალო კონკურენტი დაამარცხა გორის „დილამ“. გორელები ფოთში „კოლხეთს“ ესტუმრნენ და მძიმე ბრძოლაში 1:0 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მატჩის უკანასკნელ წუთზე 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს. ომარ გოგონაიას გორელთა მეკარემ, მიხელ მუჯირიშვილმა აჯობა.

უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფის მერვე ტურის მატჩები 1-2 ოქტომბერს გაიმართება.

საბურთალო - დინამო ბთ 0:0

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საბურთალო: ქურდაძე, ხოსე კარასკო, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, იაშვილი, ხარაიშვილი, ალთუნაშვილი (76’ მამუჩაშვილი), ელვინი, ხუანფი, სანტი ხარა (69’ ფანცულაია), გონსალვესი (87’ ბუხაიძე)

მთ. მწვრთნელი: პაბლო ფრანკო

დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია, სუხიასვილი, გეგეჭკორი (80’ ჭკუასელი), ტვილდიანი, შონია, თარხნიშვილი, გოგიტიძე, ფონიავა (87’ თევდორაძე), მარიანოვიჩი (62’ კვანტალიანი), ლობჟანიძე

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ლ. თოდრია, პ. მაჭარაძე

გაფრთხილება: 23’ თარხნიშვილი, 25’ მარიანოვიჩი (ორივე დინამო ბთ), 70’ ხარაიშვილი, 90’ ხოსე კარასკო (ორივე საბურთალო), 90’ თევდორაძე (დინამო ბთ)

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=HrUiy2ZveGM","settings":{"responsive":1,"width":"914","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



დინამო თბ - ტორპედო 0:0

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

დინამო თბ: ლომაია, ამისულაშვილი, უ. ლობჟანიძე, რენე, ველევი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (58’ პარუნაშვილი), დვალიშვილი (85’ ლილუაშვილი)

მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

ტორპედო: კვასხვაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, მამასახლისი, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი (75’ საღრიშვილი), დოლიძე, ტუღუში (87’ ენდელაძე), ფალავანდიშვილი, კვერნაძე (71’ კაპანაძე)

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

მსაჯები:
ა. ნონიკაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ა. კოკაია, გ. ვარდიძე, დ. სანოძე, შ. ქუხილავა

გაფრთხილება: 7’ რენე (დინამო თბ), 90’ ქიმაძე (ტორპედო)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=LW4gZDzlqrg","settings":{"responsive":1,"width":"914","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



შუქურა - ლოკომოტივი 0:1

ქობულეთი, „ჩელე არენა“

შუქურა: ჯიოევი, ჯაფარიძე (76’ ომანიძე), მირცხულავა, ჭეჟია, ჩაჩუა, არზიანი (85’ მამულაშვილი), გურული, კუტალია, კონიეჰა (55’ ჯეფინიო), საბაძე, ჩელებაძე

მთ. მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, ხიდეშელი, გეთიაშვილი, გაბაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, დიასამიძე (72’ ქიქავა), სამურკასოვი (46’ ვაწაძე), ჩაგელიშვილი, ცხადაძე (62’ კიკაბიძე)

მთ. მწვრთნელი: გ. ვადაჭკორია, ზ. ფიფია, გ. ელიკაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი

გაფრთხილება: 17’ კუტალია (შუქურა), 17’ ხიდაშელი (ლოკომოტივი), 62’ არზიანი (შუქურა), 64’ გაბაძე, 72’ ვაწაძე, 87’ თევდორაძე (სამივე ლოკომოტივი)

გოლი: 0:1 კიკაბიძე (69)


ცხინვალი - ჩიხურა 1:2

თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო

ცხინვალი: ნადირაძე, თომაშვილი (37’ გაბრიჩიძე), მაისაშვილი, ცერცვაძე, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე, სულთანიშვილი, ქარდავა, დვალი, კახელიშვილი, შინდაგორიძე (54’ მაქაცარია)

მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ჩიხურა: ჰამზიჩი, შ. კაშია, თორნიკე გრიგალაშვილი (70’ ჩიკვაიძე), გორგიაშვილი (70’ ჩიკვაიძე),, განუგრავა, დობროვოლსკი, კორიფაძე, ლობჟანიძე, ტატანაშვილი, ივანიშვილი, გაბედავა (88’ სარდალიშვილი)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები: ჯ. ხორავა, დ. გაბისონია, ზ. ბერულავა, ბ. ნინუა

გაფრთხილება: 82’ განუგრავა (ჩიხურა)

გოლები: 0:1 ტატანაშვილი (1), 0:2 გორგიაშვილი (66), 1:2 დვალი (82)



სამტრედია - ზუგდიდი 1:0

სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, მთივლიშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი (59’ გამყრელიძე), რაჯამაშვილი (64’ ჯიქია), მანჯგალაძე, არაბული, ზივზივაძე (90’ იმედაშვილი)

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აფაქიძე, სუხომლინოვი, აქუბარდია (31’ ჭანტურია), მაჩაიძე, ზოზულია, ტყემალაძე, წურწუმია (65’ ერმაჩენკო), სამუშია (72’ სიხარულია), იოსელიანი, შეველი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ლიუტი

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ი. უკლება, ს. სპიცინი, ბ. გლუშჩუკი

გაფრთხილება: 49’ სუხომლინოვი, 65’ შეველი, 83’ ტყემალაძე (სამივე ზუგდიდი)

გოლი: 1:0 შერგელაშვილი (73)


კოლხეთი 1913 - დილა 0:1

ფოთი, „პარკი არენა“

კოლხეთი ფ: თებიძე, რამალდანოვი, კილასონია, ჩაკვეტაძე, ქებურია, ბოლქვაძე, გოგონაია, კერძევაძე, ჟიშკარიანი (85’ კაკულია), კორობკა (50’ ჯღამაია), ნიქაბაძე (79’ ივანკო)

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

დილა: მუჯირიშვილი, კვახაძე, ღონღაძე, დან კოვა, ეტოუ, სამხარაძე, ცაწკრიალაშვილი, წიქარიძე, ნონიკაშვილი, გელაშვილი (54’ გამცემლიძე), მოდებაძე (83’ ჩახვაშვილი)

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილება: 32’ რამალდანოვი (კოლხეთი 1913), 43’ ღონღაძე (დილა), 49’ ბოლქვაძე (კოლხეთი 1913), 69’ დან კოვა, 75’ გელაშვილი, 76’ წიქარიძე (სამივე დილა), 88’ ჯღამაია (კოლხეთი 1913), 90’ სამხარაძე (დილა)

გოლი: 0:1 დან კოვა (34)




ფოტო/ვიდეო: www.dinamobatumi.com, www.fcsaburtalo.ge, www.fcdinamo.ge, www.fcchikhura.ge, www.facebook.com/fcKolkheti1913