სიახლეები

საბურთალო - დინამო ბთ 0:0

გაუზიარე

24 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფის ერთი შეხვედრა გაიმართა.

თბილისის „საბურთალომ“ „მიხეილ მესხზე“ ბათუმის „დინამოს" უმასპინძლა. მიმდინარე ჩემპიონატში ბათუმელები არ დამარცხებულან და ეს ტრადიცია არც ამ მატჩში დაარღვიეს. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. ექვს შეხვედრაში მოპოვებული სამი გამარჯვებითა და სამი ფრით, ბათუმელებმა წითელ ჯგუფში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლეს. თბილისელებს კი 8 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილზე არიან.

უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურის დარჩენილი ხუთი შეხვედრა 25 სექტემბერს გაიმართება.

საბურთალო - დინამო ბთ 0:0

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საბურთალო: ქურდაძე, ხოსე კარასკო, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, იაშვილი, ხარაიშვილი, ალთუნაშვილი (76’ მამუჩაშვილი), ელვინი, ხუანფი, სანტი ხარა (69’ ფანცულაია), გონსალვესი (87’ ბუხაიძე)

მთ. მწვრთნელი: პაბლო ფრანკო

დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია, სუხიასვილი, გეგეჭკორი (80’ ჭკუასელი), ტვილდიანი, შონია, თარხნიშვილი, გოგიტიძე, ფონიავა (87’ თევდორაძე), მარიანოვიჩი (62’ კვანტალიანი), ლობჟანიძე

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ლ. თოდრია, პ. მაჭარაძე

გაფრთხილება: 23’ თარხნიშვილი, 25’ მარიანოვიჩი (ორივე დინამო ბთ), 70’ ხარაიშვილი, 90’ ხოსე კარასკო (ორივე საბურთალო), 90’ თევდორაძე (დინამო ბთ)