სიახლეები

კლუბ მებრძოლების პრეზენტაცია

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე
24 სექტემბერს, წყნეთში საფეხბურთო გუნდ „მებრძოლების” პრეზენტაცია გაიმართა. ბავშვთა საფეხბურთო გუნდი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, აპრილში ჩამოყალიბდა და 30-მდე აუტიზმის მქონე ბავშვს აერთიანებს.

პრეზენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ბავშვთა საფეხბურთო გუნდის მხარდამჭერი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
კლუბ „მებრძოლებში“ უკვე რამდენიმე თვეა ბავშვები აქტიურად ვარჯიშობენ, პატარა ფეხბურთელებთან მწვრთნელთან ერთად ფსიქოლოგიც მუშაობს, ხოლო ვარჯიშები როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ კომპონენტს მოიცავს.