24 სექტემბერს პრობაციონერთა შორის მინიფეხბურთის ტურნირის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს თბილისისა და იმერეთის გუნდები დაუპირისპირდნენ.
დედაქალაქელებმა მეტოქე ანგარიშით 5:2 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ტურნირის დასრულების შემდეგ ფინალისტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზაზა გრიგოლიამ დააჯილდოვეს.
ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერითა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მონაწილეებს საჩუქრად მაისურები და ბურთები გადასცა.
მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე