სიახლეები

17-წლამდელები ევროშესარჩევს იწყებენ

გაუზიარე
28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაებმება. ჩვენს ჯგუფს ფინეთი უმასპინძლებს.
გურამ ასპინძელაშვილის გუნდის მეტოქეები ფინელების გარდა შვედეთი და ბულგარეთი იქნებიან. ცნობილია კალენდარიც:
28 სექტემბერი: საქართველო - ბულგარეთი30 სექტემბერი: საქართველო - ფინეთი3 ოქტომბერი: შვედეთი - საქართველო
ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს ელიტ-რაუნდის საგზურს.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ხვალ გაემგზავრება ფინეთში. გურამ ასპინძელაშვილმა ეს 18 ფეხბურთელი შეარჩია:
დემეტრე ბულისკერია, გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, გოგა ხვედელიძე, გიორგი ჯინჯოლავა, ივა გელაშვილი, ირაკლი ჯავახიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბექა დარცმელია, ივანე ოქროპირიძე, ზურა დავითაშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ანზორ მექვაბიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, თემურ გაბუნია, გიორგი ივანიაძე, ლევან გრძელიძე, გიორგი გულიაშვილი.