სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

სფფ
გაუზიარე
22 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დახურულ შეხვედრაზე ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის 8 სექტემბერს გამართული მარტვილის „მერანისა“ და „რუსთავის“ მატჩის ამსახველი ვიდეო მასალა გააცნო ჟურნალისტებს, რომელიც სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში შექმნილმა საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფმა დაამუშავა.
აღნიშნული ვიდეო-მასალა, რომელიც იმ მონაკვეთებს მოიცავს, რაზეც ექსპერტთა ჯგუფმა გაამახვილა განსაკუთრებული ყურადღება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გადაეცათ მედიის წარმომადგენლებს.
სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქმე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.
შეგახსენებთ, რომ სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურის მიერ აღნიშნული საკითხის გამოძიება გრძელდება.