სიახლეები

თასი - მეოთხეფინალისტები გამოვლინდნენ

გაუზიარე

21 სექტემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

დრამატული და დაძაბული გამოდგა ზუგდიდის „ოდიში 1919-ისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება. ზედა ეწერის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა 7 გოლი იხილა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 4-3 დასრულდა. ზუგდიდელები იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მატჩის მიწურულს საკუთარ კარში ორი უპასუხო ბურთი მიიღეს. მასპინძელთა მხრიდან სამი გოლი გიორგი ცაგარეიშვილი გამოირჩა, სტუმართა მხრიდან კი, თითო გოლი საღრიშვილმა, დოლიძემ, კვერნაძემ და ქიმაძემ გაიტანეს. მატჩს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდა.

შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს ვანის „სულორიც“. ვანელებმა საკუთარ მოედანზე უმაღლესლიგელ ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლეს და 3-1 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მე-16 წუთზე გურულებმა გახსნეს, მაგრამ დარჩენილ დროში იმერლებმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვეს.

მეოთხედფინალში ვანის „სულორთან“ ერთად კიდევ ერთი პირველლიგელი ითამაშებს. მარტვილის „მერანმა“ „მურთაზ ხურცილავაზე“ გორის „დილა“ მიიღო და პენალტების სერიით დაამარცხა მეტოქე. ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა, პენალტებში კი, მარტვილელებმა 4-3 იმარჯვეს.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის სხვა მატჩები ასე დასრულდა: კოლხეთი ხ - ჩიხურა 1:3, ბორჯომი - დინამო თბ 0:3, ჩხერიმელა - სამტრედია 0:3, ლიახვი - ლოკომოტივი 0:3, სიონი - კოლხეთი ფ 0:1.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის გათამაშებაში შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში ვლინდებიან.


ოდიში 1919 - ტორპედო 3:4

ზედა ეწერი, ცენტრალური სტადიონი

ოდიში 1919: მელნიჩენკო, აკობია, ღონღაძე, დემიანოსი (73’ გაბრიჩიძე), გაბედავა, ხუბუა, წულაია, ქირია, გაგუნი, ფარჯიკია, ცაგარეიშვილი (85’ ღიბრაძე)

მთ. მწვრთნელი: როინ ტიბუა

ტორპედო: ქვილითაია, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, მამასახლისი (69’ კვერნაძე), ჭიჭინაძე, დოლიძე, ტუღუში (56’ ბაბუნაშვილი), ფალავანდიშვილი, საღრიშვილი (89’ ენდელაძე), კაპანაძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ბ. ჟვანია, თ. გუგუნაშვილი, კ. გიორგაძე

გაფრთხილება: 28’ ფალავანდიშვილი (ტორპედო), 34’ დემიანოსი, 83’ გაბედავა (ორივე ოდიში 1919), 90’ კვერნაძე (ტორპედო)

გოლები: 0:1 საღრიშვილი (1), 1:1 ცაგარეიშვილი (25), 1:2 დოლიძე (35), 2:2 ცაგარეიშვილი (43), 3:2 ცაგარეიშვილი (62), 3:3 კვერნაძე (74), 3:4 ქიმაძე (84)


სულორი - გურია 3:1

ვანი, „გრიგოლ ნიკოლეიშვილი“

სულორი: ხურციძე, გვეტაძე (58’ სამსეიშვილი), ბრეგვაძე, ხელაძე, ნიკოლაძე, კვასხვაძე (79’ ჩხეტიანი), ჭანკვეტაძე, კილაძე, ივანიაძე, ჭრელაშვილი, ფირანიშვილი

მთ. მწვრთნელი: გიგა ნიკოლეიშვილი

გურია: იმერლიშვილი (90’ ხვედელიძე), მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, ჩადუნელი, ზ. თევზაძე (64’ კაბორე), ნოზაძე, კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი, ჭედია, დინიზი, იმნაძე (75’ ფელიპე)

მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

მსაჯები: პ. მაჭარაძე, ს. სპიცინი, თ. მაღლაკელიძე, ტ. რუხაია

გაფრთხილება: 28’ კირკიტაძე (გურია), 67’ პირანიშვილი, 82’ სამსეიშვილი (ორივე სულორი)

გოლები: 0:1 დინიზი (16), 1:1 ჭრელაშვილი (პენ) (29), 3:1 ჭრელაშვილი (65), 3:1 ბრეგვაძე (87)


მერანი - დილა 1:1 (პენ. 4:3)

მარტვილი, „მურთაზ ხურცილავა“

მერანი: კუპატაძე, ციმაკურიძე, ორბელაძე, მელიავა, გეგია, გიორგაძე, ჩალაძე, წყაროზია, ტეიდი, შულაია (90’ ქანთარია), საბანაძე (85’ ჯიქია)

მთ. მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

დილა: მუჯირიშვილი, გავაშელიშვილი (34’ ცაწკრიალაშვილი), კვახაძე, ღონღაძე, დან კოვა, ეტოუ, სამხარაძე (69’ ჩახვაშვილი), წიქარიძე, გამცემლიძე (69’ ერისთავი), ნონიკაშვილი, მოდებაძე

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მსაჯები: დ. სანოძე, დ. გაბისონია, ა. ჟივიძე, ზ. ტუღუში

გაფრთხილება: 6’ კვახაძე, 62’ ღონღაძე, 66’ დან კავა (სამივე დილა), 66’ გიორგაძე, 74’ ციმაკურიძე, 81’, 101’ წყაროზია (სამივე მერანი), 83’ ნონიკაშვილი (დილა), 117’ კუპატაძე (მერანი)

გაძევება: 101’ წყაროზია (მერანი)

გოლები: 1:0 წყაროზია (51), 1:1 წიქარიძე (86)


კოლხეთი ხ - ჩიხურა 1:3

ხობი, ცენტრალური სტადიონი

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, მ. კუპატაძე, ვ. რუხაია, დ. ხარიტონაშვილი

გაძევება: 36’ კაკუბავა (ჩიხურა)

გოლები:
1:0 წურწუმია (პენ) (15), 1:1 განუგრავა (33), 1:2 ლობჟანიძე (პენ) (63), 1:3 ლობჟანიძე (75)



ბორჯომი - დინამო თბ 0:3

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი

ბორჯომი: კიკნაძე, ხუმარაშვილი, ქარდავა, ქობესაშვილი (76’ ქარელი), ფირცხალავა (74’ ჯუფი), შენგელია, დ. ციცხვაია (70’ პავლიაშვილი), ჯოჯუა, თედიაშვილი, ბურძენაძე, კიკნაველიძე

მთ. მწვრთნელი: კობა თედიაშვილი

დინამო თბ: ლომაია, ამისულაშვილი, ჭელიძე, ლობჟანიძე, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი (76’ პარუნაშვილი), თევზაძე, კიტეიშვილი (83’ ლილუაშვილი), დვალიშვილი (78’ მიქელთაძე)

მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

მსაჯები: გ. ვარდიძე, ზ. ბერულავა, დ. ახვლედიანი, მ. კიკორია

გაფრთხილება: 82’ ბურძენაძე (ბორჯომი), 87’ ლილუაშვილი (დინამო თბ)

გოლები: 0:1 ცინცაძე (68), 0:2 კიტეიშვილი (75), 0:3 ჯიღაური (90)





ჩხერიმელა - სამტრედია 0:3

ხარაგაული, „სოსო აბაშიძე“

ჩხერიმელა: გოგიაშვილი, გაბუნია, ვეკუა, ბერუაშვილი, ჭკუასელი (84’ მღებრიშვილი), გ. ლობჟანიძე, შათირიშვილი (84’ ჭყოიძე), მაჭავარიანი, ჩადუნელი, აშვეთია, აკა (68’ სულაძე)

მთ. მწვრთნელი: პაატა ლურსმანაშვილი

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, მთივლიშვილი, სანდოხაძე (60’ იმედაშვილი), შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი (46’ ჯიქია), რაჟამაშვილი, მანჯგალაძე, არაბული (69’ ცნობილაძე), ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

მსაჯები: ბ. ნინუა, ა. კოკაია, ა. აფციაური, ი. ხერხაძე

დისკვალიფიკაცია: 29’ ვეკუა (ჩხერიმელა), 45’ მარკოზაშვილი (სამტრედია)

გოლები: 0:1 არაბული (26), 0:2 არაბული (40), 0:3 ზივზივაძე (84)


ლიახვი - ლოკომოტივი 0:3

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

გოლები: 0:1 დიასამიძე (21), 0:2 ცხადაძე (44), 0:3 ქიქავა (53)





სიონი - კოლხეთი ფ 0:1

ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე (74’ სიხარულიძე), ხურცილავა, თოთაძე, ქასრაძე, ძარია, ჯანელიძე, გაფრინდაშვილი, სუშკინი (80’ ლობჯანიძე), ვოლკოვი, კობახიძე

მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

კოლხეთი ფ: ძაგანია, რამალდანოვი, გედენიძე (60’ ჟიშკარიანი), ჩაკვეტაძე, ქებურია, ბოლქვაძე, გოგონაია, ოზარკივი, ივანკო (72’ კაკულია), კორობკა, ნიქაბაძე (90’ კვარაცხელია)

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. კაკაბაძე, კ. სადილიანი, ჯ. ხორავა

გაფრთხილება: 36’ გოგონაია (კოლხეთი ფ), 62’ დაუშვილი, 67’ ფოფხაძე, 76’ ხურცილავა, 78’ სუშკინი (ყველა სიონი), 88’ ჟიშკარიანი (კოლხეთი ფ)

გოლი: 0:1 რამალდანოვი (40)


ფოტო/ვიდეო:
www.fctorpedo.ge, www.fcdinamo.ge, www.fcloco.ge, www.fcchikhura.ge