სიახლეები

დავით მუჯირი და ზაზა დოლიძე ზესტაფონს ესტუმრნენ

სფფ
გაუზიარე

21 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი ზაზა დოლიძე ზესტაფონში ჩავიდნენ და მეორე ლიგის მონაწილე "მარგვეთს" შეხვდნენ. მუჯირი და დოლიძე ჯერ კლუბის ხელმძღვანელობას ესაუბრნენ, მოგვიანებით კი ფეხბურთელებსაც შეხვდნენ.

"მარგვეთთან" შეხვედრის შემდეგ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა ქალაქის გამგეობაშიც გამართა შეხვედრა.

ზესტაფონური ვიზიტი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დასრულდა, სადაც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფანკლუბის მიერ ორგანიზებული ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა. დავით მუჯირმა "ზესტაფანებს" დაარსებიდან 11 წლის იუბილე მიულოცა და კლუბიც და ფანკლუბიც 100 ბურთით დაასაჩუქრა.