სიახლეები

ტარიელ ხეჩიკაშვილი და კახა ჭუმბურიძე ცაგერს ესტუმრნენ

სფფ
გაუზიარე
19 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე ცაგერს ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ცაგერის სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდნენ და საჩუქრად ბურთები და სათამაშო ფორმები გადასცეს.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა და კახა ჭუმბურიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ცაგერის სტადიონიც დაათვალიერეს და რეგიონში ინფრასტრუქტურისა და ზოგადად, სპორტის განვითარებაზე იმსჯელეს.