სიახლეები

ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე
17 სექტემბერს, გორში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩი გაიმართა. ამპუტანტ ფეხბურთელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სიტყვით მიმართა,ჩართულობისა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
გახსნით მატჩში ერთმანეთს გორისა და ზესტაფონის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეროვნული პირველობა რეგულარული ჩემპიონატის ფორმატით პირველად ტარდება. აღნიშნული ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა სპორტში რეგულარულ ჩართულობას ისახავს მიზნად, რაც, თავის მხრივ, მათ ჯანსაღი და აქტიური სპორტული ცხოვრების საშუალებას აძლევს.

ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა ხვალ, 18 სექტემბერს, 15:00 საათზე თბილისის პარალიმპურ ცენტრში გაიმართება, სადაც ერთმანეთს თბილისისა და ბათუმის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდებიან.