ვიზიტის ფარგლებში სფფ-ისა და ახალგაზრდული ნაკრების წარმომადგენლები ბათუმში სემინარს უძღვებიან, რომელიც 2 დღეს გასტანს და თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავს. სემინარი მეთოდური რეკომენდაციების გაცემას, რეგიონული ნაკრებების ჩამოყალიბებასა და რეგიონში ფეხბურთის განვითარებას ისახავს მიზნად.
სემინარს აჭარის რეგიონული ფედერაციის წარმომადგენლები და ამავე რეგიონის მწვრთნელები ესწრებიან.
