სიახლეები

ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი იწყება

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე
17 სექტემბერს, 15:00, გორის რაიონული მუნიციპალიტეტის ჭალის დასახლების სტადიონზე ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩი გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ეროვნული პირველობა რეგულარული ჩემპიონატის ფორმატით პირველად ჩატარდება. აღნიშნულ ჩემპიონატს სფფ და ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაცია უწევენ ორგანიზებას.
გახსნით მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაესწრება.