სიახლეები

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

სფფ
გაუზიარე
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა 2016 წლის 15 სექტემბერს მორიგი სხდომა გამართა. კომიტეტმა შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტები და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:

1. საფეხბურთო კლუბ ხულოს „ხიხანის“ ფეხბურთელები, ირაკლი ნაჭყებია და ირაკლი ბოლქვაძე დისკვალიფიცირებულნი იქნენ 3-3 მატჩით და დაეკისროთ ჯარიმა 150-150 ლარის ოდენობით. ამავე კლუბის ექიმი, ირაკლი სურმანიძე დისკვალიფიცირებულ იქნეს 3 მატჩით და დაეკისროს ჯარიმა 300 ლარის ოდენობით. 

საფეხბურთო კლუბი „ხიხანი“ დაჯარიმდა 200 ლარით და დაეკისრა 2 მატჩის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება. 

2. საფეხბურთო კლუბ გურჯაანის „ალაზანის“ მეკარეების მწვრთნელი, გია ბარნაბიშვილი დისკვალიფიცირებულ იქნეს 3 მატჩით და დაეკისროს ჯარიმა 300 ლარის ოდენობით. ამავე კლუბის ფეხბურთელი ნიკა სეფაშვილი დისკვალიფიცირებულ იქნეს 10 მატჩით და დაეკისროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. 

3. საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ოდიში 1919-ს“ დაეკისროს ჯარიმა 1750 ლარის ოდენობით.

4. საფეხბურთო კლუბ „იბერია 2010-ს“ „ლოკომოტივი 2-თან“ გამართულ შეხვედრაში ფეხბურთელის არამართლზომიერი მონაწილეობის გამო. ჩაეთვალოს მარცხი, ჩამოაკლდეს 3 ქულა და დაეკისროს ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. 

5. საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 15, 17 და 19-წლამდე ლიგების დებულების დარღვევის გამო დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და 15-წლამდელთა ლიგის ორ შეხვედრაში („მერანისა“ და გურიის“ წინააღმდეგ) ჩაეთვალოს წაგება ანგარიშით 0:3.