სიახლეები

ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტია

სფფ
გაუზიარე
2016 წლის 14 სექტემბერს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც სლოვენიელმა ალექსანდერ ჩეფერინიმ გაიმარჯვა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ათენში გამართულ არჩევნებზე პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი წარმოადგენდა და მან მხარი ალექსანდერ ჩეფერინის კანდიდატურას დაუჭირა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარი პოზიცია არჩევნებზე ჩეფერინის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით რამდენიმე დღით ადრე დააფიქსირა
http://bit.ly/2cYXE3e
„სასიხარულოა, რომ გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელსაც ჩვენ ვუჭერდით მხარს, რადგან სრულად ვიზიარებთ მის ხედვას ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, მისი ყველა ქმედება იქნება ფეხბურთის ინტერესების სასიკეთოდ მიმართული, ამასთან ის სამოქმედო სტრატეგია და ხედვა, რომელიც აქვს ალექსანდერ ჩეფერინის, არის ძალიან სასარგებლო ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის,“- განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.