საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას გორში ჩაატარებს. ლევან ბაჯელიძის გუნდი შესარჩევი რაუნდის მერვე მატჩში ჯგუფის ლიდერს, შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ქართველი გოგონები მატჩის წინა ბოლო ვარჯიშს, 14 სექტემბერს, 16 საათზე ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩაატარებენ. მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშზე დასწრება საწყისი 15 წუთის განმავლობაში შეეძლებათ.
საქართველოსა და შვეიცარიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებების დაპირისპირება 15 სექტემბერს, 16 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე შედგება. მედია აკრედიტაციების მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს. მედია აკრედიტაციები 14 სექტემბერს დაგეგმილ ვარჯიშზე გაიცემა.
ქალთა ნაკრები
გაუზიარე