სიახლეები

უმაღლესი ლიგა: მე-5 ტურის მიმოხილვა

გაუზიარე

10-11 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თეთრი და წითელი ჯგუფების მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა.

10 სექტემბრის ცენტრალური მატჩი „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე შედგა. „ცხინვალმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. დაძაბული მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ეს ლოკომოტიველთათვის ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო და ისინი 7 ქულით მესამე ადგილზე არიან.

ორი ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა 11 სექტემბერს. „სამტრედიამ“ საკუთარ მოედანზე ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით, 2-0 დაამარცხა. გოლები ზივზივაძისა და დათუნაიშვილის ანგარიშზეა. მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ესწრებოდნენ. დრამატული გამოდგა „მიხეილ მესხზე“ გამართული მატჩი. „საბურთალო“ გორის „დილასთან“ 0-1 მარცხდებოდა, მაგრამ თბილისელებმა მოახერხეს და მატჩის დასასრულს ორი გოლი გაიტანეს. 72-ე წუთზე ანგარიში ხუანფრიმ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი, 87-ე წუთზე გაგი მარგველაშვილმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მეხუთე ტურში პირველად იმარჯვეს ბოლნისის „სიონმა“ და ლანჩხუთის „გურიამ“. ბოლნისელებმა საკუთარ მოედანზე „ზუგდიდი“ დაამარცხეს 4-1, ლანჩხუთელებმა კი, ასევე საკუთარ მოედანზე, „ტორპედოს“ ძლიეს ანგარიშით 2-1.

საკუთარი შეხვედრა ვერ მოიგო გასული სეზონის ჩემპიონმა, თბილისის „დინამომ“. დედაქალაქელებმა საკუთარ მოედანზე „შუქურა" მიიღეს და ფრედ 1-1 ითამაშეს.

ცხინვალი - ლოკომოტივი 1-2

თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო

ცხინვალი: ნადირაძე, თომაშვილი (75’ კაჭკაჭიშვილი), მაისაშვილი, ცერცვაძე, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე (58’ მაქაცარია), სულთანიშვილი, ქარდავა, მახარობლიძე, დვალი, კახელიშვილი (46’ შინდაგორიძე)

მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ლოკომოტივი: თევდორაძე, ხიდეშელი, გეთიაშვილი, გაბაძე, ჩიტეიშვილი, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, დიასამიძე, კიკაბიძე (46’ ქიქავა), არადაზიშვილი (46’ ზარანდია), ჩაგელიშვილი (82’ ცხადაძე)

მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. თოდრია, ლ. ვარამიშვილი, გ. კიკაჩეიშვილი

გაფრთხილება: 45’ ხიდეშელი (ლოკომოტივი), 52’ სულთანიშვილი (ცხინვალი), 67’ გაბაძე (ლოკომოტივი), 90’ ნადირაძე (ცხინვალი)

გოლები: 0-1 დისამიძე (10), 0-2 დიასამიძე (60), 1-2 დვალი (77)


გურია - ტორპედო 2-1

ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“

გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი (90’ გელაშვილი), ჩადუნელი, ნოზაძე, მოროზენკო, კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი, ჭედია (80’ ფელიპე), დინიზი (86’ იმნაძე), მურაშოვი)

მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

ტორპედო: კვასხვაძე, კოლინი, გურული, ტაბატაძე, ნერგაძე, ბაბუნაშვილი, დოლიძე, ენდელაძე (46’ კვერნაძე), ფალავანდიშვილი, ბრეგვაძე (76’ წილოსანი), კაპანაძე (71’ კვარაცხელია)

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. ბერულავა, დ. კურტანიძე, ტ. რუხაია

გაფრთხილება: 56’ იმერლიშვილი (გურია), 56’ კვერნაძე (ტორპედო), 60’ ჭეიშვილი (გურია), 67’ ბაბუნაშვილი, 90’, 90’ კვარაცხელია (ორივე ტორპედო)

გაძევება: 90’ კვარაცხელია (ტორპედო)

გოლები: 1-0 მოროზენკო (26), 1-1 კვერნაძე (55), 2-1 ჩადუნელი (68)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=zmBQTyoayjA","settings":{"responsive":1,"width":"910","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



სიონი - ზუგდიდი 4-1

ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე, ხურცილავა (67’ გიორბელიძე), თოთაძე, კასრაძე, ძარია, ჯანელიძე, გაფრინდაშვილი, სუშკინი (71’ ჟადერი), ვოლკოვი (88’ კალონასი), კობახიძე

მთ. მწვრთნელი:  არმაზ ჯელაძე

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აფაქიძე, დინ-კონტე, აქუბარდია, ბამბა, ბეჭვაია, ტყემალაძე, წურწუმია, გ. სამუშია (58’ მაჩაიძე), ედგარ კაპარაკოსი, ერმაჩენკო (46’ ჯავაშვილი)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ლიუტი

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, გ. ელიკაშვილი, გ. ვადაჭკორია

გაფრთხილება: 57’ დინ-კონტე, 67’ ბამბა, 73’ ნარმანია (სამივე ზუგდიდი)

გოლები: 1-0 ძარია (30), 2-0 სუშკინი (45), 3-0 კობახიძე (59), 3-1 ნარმანია (75), 4-1 ჯანელიძე (90)




საბურთალო - დილა 2-1

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საბურთალო: ქურდაძე, თედორე გრიგალაშვილი (66’ კოხრეიძე), მარგველაშვილი, ჩაბრაძე (33’ სოფრომაძე), იაშვილი, ხარაიშვილი, ალთუნაშვილი, ელვინი, ხუანფრი, ფანცულაია (54’ გონსალვესი), სანტი ხარა

მთ. მწვრთნელი: პაბლო ფრანკო

დილა: ბეგაშვილი, სალუქვაძე, ღონღაძე, სამხარაძე, რაზმაძე (54’ გავაშელიშვილი), ცაწკრიალაშვილი (46’ ეტოუ), წიქარიძე, გამცემლიძე (63’ ერისთავი), ნონიკაშვილი, გელაშვილი, მოდებაძე

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მსაჯები:
ბ. ნინუა, ზ. ფიფია, ს. სპიცინი, ა. ბასლეჰლო, შ. ქუხილავა, დ. სანოძე

გაფრთხილება: 27’ გამცემლიძე (დილა), 36’ ელვინი (საბურთალო), 63’ ნონიკაშვილი (დილა), 83’ ალთუნაშვილი (საბურთალო), 90’ სალუქვაძე (დილა)

გაძევება: 76’ ბეგაშვილი (დილა)

გოლები: 0-1 გამცემლიძე (27), 1-1 ხუანფრი (72), 2-1 მარგველაშვილი (87)



სამტრედია - კოლხეთი ფ 2-0

სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი (83’ ჯიქია), რაჯამაშვილი, მანჯგალაძე, არაბული, ზივზივაძე (90’ ხაბეიშვილი)

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

კოლხეთი ფ: თებიძე, რამალდანოვი, კაკულია (78’ გედენიძე), ჩაკვეტაძე (63’ ჯღამაია), ქებურია, ბოლქვაძე, გოგონაია, ოზარკივი, ჟიშკარიანი, ივანკო (46’ ნიქაბაძე), კორობკა

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, პ. მაჭარაძე

გაფრთხილება: 44’ მანჯგალაძე (სამტრედია), 51’ ოზარკივი (კოლხეთი ფ), 54’ მჭედლიშვილი, 90’ გოგიაშვილი (ორივე სამტრედია)

გოლები: 1-0 ზივზივაძე (24), 2-0 დათუნაიშვილი (62)





დინამო თბ - შუქურა 1-1

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

დინამო თბ: სკრიბე, ამისულაშვილი, ლობჟანიძე (46’ ზარია), რენე, პარუნაშვილი (73’ მიქელთაძე), ჯიღაური, ცინცაძე, პაპუნაშვილი, თევზაძე, კიტეიშვილი (24’ ველევი), დვალიშვილი

მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

შუქურა: ჯიოევი, მირცხულავა, ჭეჟია, ჩაჩუა, არზიანი, გურული (73’ მალანია), კუტალია, კონიეა (88’ შალამბერიძე), საბაძე, კომახიძე, ომანიძე (60’ მამულაშვილი)

მთ. მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ი. კაკაბაძე, ბ. გლუშჩუკი

გაფრთხილება: 42’ ლობჟანიძე (დინამო თბ), 42’ არზიანი (შუქურა), 74’ რენე (დინამო თბ), 80’ მალანია (შუქურა)

გოლები: 1-0 ამისულაშვილი (10), 1-1 გურული (25)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=_F_fKJ9wLPs","settings":{"responsive":1,"width":"910","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}




ფოტო/ვიდეო:
www.fcloco.ge, www.fctorpedo.ge, www.fcsionibolnisi.com, www.fcsaburtalo.ge, www.fcdinamo.ge